კუდაროს ქედი
იერსახე
კუდაროს ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′34″ ჩ. გ. 43°39′36″ ა. გ. / 42.542833° ჩ. გ. 43.660194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
ამგებელი ქანები | კირქვა, თიხა, ქვიშაქვა და ბრექჩია |
კუდაროს ქედი, გორმაღალის ქედი — ქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ შტოქედზე, მდინარეების ქვედრულისა (ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი) და ჯეჯორის წყალგამყოფი. ჩრდილოეთით იწყება მთა გორმაღალასთან (3187 მ) და მთავრდება სამხრეთ-დასავლეთით მთა ველიანთით (2223 მ). აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ზედაეოცენური თიხებით, ქვიშაქვებითა და ბრექჩიებით. კალთების ქვედა ნაწილში მთა-ტყის ლანდშაფტია, ზედაში — მთა-მდელოსი (ალპური და სუბალპური მდელოები).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 55, თბ., 1983