ველიანთა
იერსახე
ველიანთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′50″ ჩ. გ. 43°35′25″ ა. გ. / 42.53056° ჩ. გ. 43.59028° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2223 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხა, ქვიშაქვა და ბრექჩია |
ველიანთა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჯეჯორისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და ქვედრულის (ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2223 მ.
აგებულია პალეოგენური თიხებით, ქვიშაქვებითა და ბრექჩიებით. სამხრეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. შემოსილია სუბალპური და ნაწილობრივ ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 241.