კუდალორი
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კუდალორი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 11°45′00″ ჩ. გ. 79°45′00″ ა. გ. / 11.75000° ჩ. გ. 79.75000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
მოსახლეობა | 173 676 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 4142 |
საფოსტო ინდექსი | 607001 |
ოფიციალური საიტი | http://municipality.tn.gov.in/Cuddalore/ |
კუდალორი (ასევე გამოითქმის როგორც კადალური) — კუდალორის რაიონის ქალაქი და ცენტრი ინდოეთის შტატ ტამილნადუში. ჩენაის სამხრეთით მდებარე კუდალორი ბრიტანეთის ინდოეთის მნიშვნელოვანი ქალაქი და პორტი იყო.
კუდალორის ადრეული ხანის ისტორია უცნობია. ქალაქი პალავასა და შუა საუკუნეები ჩოლას დინასტიის დროს დაწინაურდა. ჩოლას დინასტიის დაცემის შემდეგ ქალაქს სხვადასხვა დინასტია მართავდა, მათ შორის: პანდიაები, ვიჯაიანაგარის იმპერია, მადურაის ნაიაკები, ტანჯავურის ნაიაკები, ტანჯავურის მარათები, ტიპუ სულთანი, საფრანგეთი და ბრიტანეთის იმპერია. 1758 წელს ქალაქის მახლობლად ფრანგებსა და ბრიტანელებს შორის კუდალორის ბრძოლა გაიმართა, რომელიც შვიდწლიანი ომის შემადგენელი ნაწილია. 2004 წლის ინდოეთის ოკეანის მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა კუდალორს დიდი ზიანი მიაყენა.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისელთა კონტროლამდე ქალაქს კოოდალური ეწოდებოდა, რაც ტამილურ ენაზე შესართავს ნიშნავს. ქალაქთან ერთმანეთს უერთდება მდინარეები: პონაიიარი, კედილამი, უპანარი და პარავანარი. ისტორიულად კუდალორის რაიონი ჩოლა-ნადუსა და ნადუ-ნაადუს შემადგენლობაში შედიოდა. სახელწოდება ნადუ-ნაადუ შუა მდებარეობსი გამო წარმოიშვა და შეიძლება მიუთითებდეს მდებარეობას ჩოლა-ნადუსა და ტონდაიმანდალამს შორის, პალავაებსა და ჩოლას შორის ან ცენტრალურ ტერიტორიებსა და ოკეანეს შორის.[1]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუდალორის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრ. გ. 11°45′ და აღ. გ. 79°45′; ჩრ. გ. 11.75° და აღ. გ. 79.75°. ქალაქის საშუალო სიმაღლე 6 მეტრია. შიდა ნაწილში ნიადაგი მეტწილად შავმიწა და ალუვიურია, ხოლო სანაპიროსთან უხეში ქვიშაა. ქალაქში მდინარე გადილამი მიედინება, ხოლო ჩრდილოეთით — მდინარე პენაიარი. კუდალორი შტატის დედაქალაქ ჩენაიდან 200 კმ-ის, ხოლო მეზობელი მოკავშირე ტერიტორიიდან, პონდიშერიდან 18 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[2]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კუდალორი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია (ტროპიკული წვიმიანი და მშრალი კლიმატი) მოქცეული. უხვი ნალექიანობა ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის დროს ფიქსირდება. დეკემბრიდან თებერვლამდე სასიამოვნო კლიმატია და თბილი დღეებითა და გრილი ღამეებით ხასიათდება. საშუალო ტემპერატურა იანვარში 37 °C-დან (99 °F) მაისსა და ივნისში 22.5 °C-მდე (72.5 °F) იცვლება. ზაფხულის წვიმები არც თუ ისე ხშირია პირველი მუსონის, სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს, რომელიც ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი ოქტომბრიდან იანვრამდე გრძელდება. ნალექების რაოდენობა სამხრეთ დასავლეთ მუსონის პერიოდში უფრო მცირეა, ვიდრე ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის დროს. საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი 1 400 მმ-ია, რომლის დიდი ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის დროს მოდის. კუდალორში ერთი დღის განმავლობაში ნალექიანობის უმაღლესი მაჩვენებელი (570 მმ) 1943 წლის 18 მაისს დაფიქსირდა.
ჰავის მონაცემები — კუდალორი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 32.5 | 36.1 | 38.9 | 42.2 | 43.3 | 42.8 | 40.6 | 40.0 | 38.8 | 38.9 | 35.0 | 35.0 | 43.3 |
საშუალო მაღალი °C | 29.3 | 30.6 | 32.3 | 34.1 | 36.7 | 36.9 | 35.6 | 35.0 | 34.0 | 32.0 | 29.9 | 29.0 | 33.0 |
საშუალო დაბალი °C | 20.5 | 21.2 | 23.1 | 25.7 | 26.8 | 26.4 | 25.6 | 25.3 | 25.0 | 24.3 | 22.8 | 21.4 | 24.0 |
რეკორდულად დაბალი °C | 13.3 | 14.3 | 16.1 | 19.4 | 20.3 | 20.7 | 18.9 | 20.6 | 19.2 | 18.9 | 16.7 | 11.1 | 11.1 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 33.6 | 13.8 | 19.5 | 18.4 | 44.0 | 47.2 | 72.4 | 98.4 | 119.2 | 250.9 | 371.6 | 215.6 | 1 304,4 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 1.5 | 1.0 | 0.6 | 0.9 | 1.9 | 2.8 | 4.4 | 4.9 | 6.3 | 10.2 | 11.8 | 6.5 | 52.8 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 71 | 69 | 71 | 74 | 72 | 64 | 64 | 67 | 73 | 77 | 79 | 75 | 71 |
წყარო: India Meteorological Department[3][4] |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აღწერის მიხედვით, კუდალორის მოსახლეობა 173 636 ადამიანს შეადგენს. სქესობრივი თანაფარდობაა: 1 026 ქალი 1 000 კაცზე, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (929 ქალი 1 000 კაცზე) მაღალია. 17 403 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. წერა-კითხვის ცოდნის საშუალო დონე 78.92%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (72.99%) აღემატება. ქალაქში 42 174 შინამეურნეობაა.[5]
2011 წლის აღწერის მიხედვით, კუდალორის მოსახლეობის 89.12% ინდუიზმის მიმდევარია, 6.09% — მუსლიმია,3.98% — ქრისტიანი,0.02% — სიქჰი, 0.02% — ბუდისტი, 0.027% — ჯაინისტი,0.48% — სხვა რელიგიების მიმდევარია, ხოლო 0.01% არარელიგიურია ან საკუთარ თავს არცერთ კონფესიას მიაკუთვნებს.[6]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუდალორი სანაპირო ქალაქია და წლების მანძილზე ეკონომიკის წამყვან დარგს მეთევზეობა წარმოადგენდა. წარსულში იგი საპორტო ქალაქის ფუნქციასაც ასრულებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაზიდვებმა უფრო დიდ ცენტრებში გადაინაცვლა. კუდალორის ტერიტორიაზე მდებარეობს მძიმე ქიმიური, ფარმაკოლოგიური და ენერგომრეწველობები. კუდალორის პორტი მდინარე გადილამისა და პარავანარის შესართავთან ფუნქციონირებს. მშენებლობის ქვეშაა თირუჩოპურამის პორტი, სილამბიმანგალამის პორტი, პარანგიპეტატის პორტი (პორტო-ნოვა) და PY-03 ნავთობმომპოვებელი ცენტრი.[7]
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუდალორის მთავარი ღირსშესანიშნაობაა პატალეესვარარის ტაძარი, ინდუისტური ტაძარი, რომელიც მე-7 საუკუნეში აიგო. კუდალორის მახლობლად, თირუვანთიპურამში, მდებარეობს ინდუისტ მომლოცველთა ძეგლი, დევანათასვამის ტაძარი.[8]
კუდალორში 2 კმ-ის სიგრძის ვერცხლის პლაჟი მდებარეობს.[9] ქალაქიდან 57 კმ-ის დაშორებით მაგროს ტყე პიჩავარამია განლაგებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mohandoss, Krishnamoorthy (2007). World Famous personality living in village: A-E. Greenwood Publishing Group. ISBN 9780313335372.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ About District | Cuddalore District, Government of Tamilnadu | Sugar bowl of Tamil Nadu | India.
- ↑ Nearest airports. closestairportto.com. ციტირების თარიღი: 9 January 2016
- ↑ Station: Cuddalore Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 211–212. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 7 March 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 7 March 2020
- ↑ Census Info 2011 Final population totals – Cuddalore. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 January 2014
- ↑ Population By Religious Community – Tamil Nadu (XLS). Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2011). ციტირების თარიღი: 13 September 2015
- ↑ List of Captive Ports in Tamilnadu. Tamil Nadu. TN MARITIME BOARD India. ციტირების თარიღი: 9 October 2008
- ↑ Sri Padaleeswarar temple. Dinamalar. ციტირების თარიღი: 3 January 2014
- ↑ Tourist attraction in Cuddalore. Cuddalore municipality (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 29 December 2012