კუალა-ტერენგანუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კუალა-ტერენგანუ
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-zh-cn" does not exist
დროშა

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 5°19′49″ ჩ. გ. 103°08′27″ ა. გ. / 5.33028° ჩ. გ. 103.14083° ა. გ. / 5.33028; 103.14083
ფართობი 605 კმ²
ცენტრის სიმაღლე 15±1 მეტრი
მოსახლეობა 255 109 (2000)
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 20000–20999
ოფიციალური საიტი http://mbkt.terengganu.gov.my/
კუალა-ტერენგანუ — მალაიზია
კუალა-ტერენგანუ

კუალა-ტერენგანუტერენგანუს შტატის ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სამეფო დედაქაალქი, ასევე, კუალა-ტერენგანუს რაიონის დედაქალაქი. იგი ერთადერთია მალაიზიის ცხრა სამეფო დედაქალაქს შორის, რომლის სახელწოდებაც შტატის სახელს ემთხვევა. კუალა-ტერენგანუ კუალა-ლუმპურიდან 440 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნახევარკუნძულის მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი მდინარე ტერენგანუს ესტუართან, სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

კუალა-ტერენგანუს რაიონი ყველაზე პატარა რაიონია ფართობის მიხედვით, მაგრამ კუალა-ნერუსის რაიონთან ერთად ქალაქი ტერენგანუს მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის მიხედვით. 2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 406 317 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2020 წლისთვის 375 424 ადამიანამდე შემცირდა. კუალა-ტერენგანუს ქალაქის სტატუსი 2008 წლის 1-ელ იანვარს მიენიჭა.[1]

გარდა იმისა, რომ კუალა-ტერენგანუ შტატის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია, ქალაქი შატის მრავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისკენ მიმავალი კარიბჭეა. ქალაქისა და მის ირგვლივ მდებარე ღირსშესანიშნაობებია: ჩაინათაუნი, პასარ ბესარ კედაი პაიანგი, ტერენგანუს შტატის მუზეუმი და ბატუ ბურუკის პლაჟი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი უფრო და უფრო ვითარდება, კუალა-ტერენგანუ საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანი პორტის ფუნქციას ასრულებდა და მას დღემდე ეტყობა ძლიერი მალაიური გავლენა, რომელიც სხვა კულტურებთან შერევის შედეგად ჩამოყალიბდა.[2]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიურ ენაზე კუალა „მდინარის შესართავს“, „ესტუარს“ ან „შენაკადს“ ნიშნავს. ასე რომ, კუალა-ტერენგანუ უხეშად შეიძლება ითარგმნოს როგორც „ტერენგანუს შენაკადი/ესტუარი“. ქალაქი მდინარე ტერენგანუს ირგვლივაა გაშლილი, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩაედინება. სახელწოდება ტერენგანუსთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია არსებობს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სახელწოდება ტერანგ-განუ-დან წარმოდგება, რაც მალაიურ ენაზე „ნათელ ცისარტყელას“ ნიშნავს.[3] უფრო პოპულარული თეორიის მიხედვით, ქალაქის სახელწოდების წარმოშობა ტერენგანუს მეცხრე სულთნის, ბაგინდრა ომარის პერიოდს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, პაჰანგელი მონადირეები დღევანდელი სამხრეთ ტერენგანუს მიდამოებში ნადირობდნენ, როდესაც ერთ-ერთმა მონადირემ მიწაზე დიდი ცხოველის ეშვი შენიშნა. მეორე მონადირემ ჰკითხა, თუ რისი ეშვი იყო, რაზეც პირველმა უპასუხა: „Taring Anu“ (მალაიურიდან ითარგმნება როგორც „რაღაცის ეშვი“). მონადირეები პაჰანგში უხვი ნადავლით დაბრუნდნენ და მეზობლები გააკვირვეს. მათ კითხვაზე, თუ სად მოიპოვეს ამხელა ნადავლი, მონადირეებმა უპასუხეს „ტარინგ-ანუს“ მიწაზეო, რაც დროთა განმავლობაში „ტერენგანუდ“ გადაკეთდა.[3][4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუალა-ტერენგანუს ხედი
კუალა-ტერენგანუს ხედი

ტერენგანუს რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზეა გაშლილი და ქვიშიანი სანაპირო პლაჟებით ხასიათდება. ბევრია მცირე უბე და სანაპირო ვაკე. რაიონი ოთხ მთავარ სამდინარო აუზად იყოფა: მდინარე ტერენგანუს, მდინარე ნერუსის, მდინარე იბაისა და მცირე მდინარეების აუზებად. კუალა-ტერენგანუს მდინარეების ზოგიერთი ნაწილი ჭაობიან ტყეებში მიედინება. რაიონის დასავლეთ ნაწილში 200-დან 600 მეტრამდე სიმაღლის ბორცვები ჭარბობს. სანაპიროსთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო რაიონის 70%-ზე მეტი 20 მეტრზე დაბალ დაბლობებს უკავია. ქალაქში რამდენიმე მაღალი მწვერვალია, რომელთა შორის უმაღლესი ბუკიტ-ბესარია. მეორე უმაღლესი წერტილი ბუკიტ-კესილია. ქალაქის ცენტრში, მდინარე ტერენგანუს ესტუარის მახლობლად ბუკიტ-პუტერი მდებარეობს. დაბლობები პლანტაციებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიებს წარმოადგენს, განსაკუთრებით, ბრინჯის ტერასებისთვის, პალმის ზეთის ხეებისა და კაუჩუკის ხეებისთვის.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვის ხედი კუალა-ტერენგანუდან

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით კუალა-ტერენგანუ ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. დამახასიათებელი მუდმივი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. ნალექიანობის მაჩვენებელ მუსონების სეზონების მიხედვით განსხვავდება. ძირითადად ცხელი და ტენიანია კლიმატია მთელი წლის მანძილზე. ტემპერატურა დღის განმავლობაში 28°C-დან 30°C-მდე მერყეობს და ოდნავ უფრო გრილია ღამით. სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან მონაბერი ზღვის ბრიზი ტენიანობას ამცირებს სანაპიროსგან მოშორებით ტერიტორიებზე, ხოლო სიმაღლის მატებასთან ერთად აყვავებული ხეებისა და მცენარეების წყალობით მთებსა და სასოფლო ტერიტორიებზე უფრო გრილი ტემპერატურაა.[5]

საერთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახეთის საპატიო საკონსულო კუალა-ტერენგანუში მდებაროებს.[6][7]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუალა-ტერენგანუს დაძმობილებული ქალაქია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Background. Kuala Terengganu City Council. ციტირების თარიღი: 27 December 2017
  2. David Bowden. (9 April 2013) The East Coast of Malaysia, an Enchanting Encounter. Expat Go Malaysia. ციტირების თარიღი: 25 March 2015
  3. 3.0 3.1 Data Asas dan Sejarah Ringkas Negeri Terengganu Darul Iman ms. Department of Survey and Mapping Malaysia (JUPEM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 21 March 2007
  4. Sejarah Ringkas Negeri Terengganu (Asal Usul Nama Terengganu) ms. Sultan of Terengganu. ციტირების თარიღი: 7 April 2015
  5. Kuala Terengganu Climate. Terengganu Climate. ციტირების თარიღი: 7 August 2015
  6. Kazakhstan opens honorary consulate in Malaysia's Terengganu. Interfax-Kazakhstan (5 March 2015). ციტირების თარიღი: 11 August 2015
  7. Office of the Honorary Consul of the Republic of Kazakhstan in Kuala Terengganu. Embassy of Kazakhstan in Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 11 August 2015
  8. Dewi Agustina. (5 May 2012) Makassar Jalin Kota Kembar dengan Terengganu Malaysia id. Tribun News. ციტირების თარიღი: 11 August 2015
  9. Daniel. (9 May 2012) Makassar-Terengganu Kerja Sama Promosi Pariwisata id. Antara. ციტირების თარიღი: 11 August 2015