კრწანისისხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრწანისისხევი
სხვა სახელი ტაბახმელისხევი, დუქნისხევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები თბილისი
ქალაქები თბილისი
სათავე თელეთის ქედი
41°39′15″ ჩ. გ. 44°45′05″ ა. გ. / 41.65417° ჩ. გ. 44.75139° ა. გ. / 41.65417; 44.75139
სათავის მდებარეობა სოფ. ტაბახმელასთან
სათავის სიმაღლე 1025 მ
შესართავი მტკვარი
41°40′37″ ჩ. გ. 44°50′10″ ა. გ. / 41.67694° ჩ. გ. 44.83611° ა. გ. / 41.67694; 44.83611
შესართავის მდებარეობა თბილისი
სიგრძე 8,5 კმ
კრწანისისხევი — საქართველო
კრწანისისხევი
კრწანისისხევი
კრწანისისხევი — თბილისი
კრწანისისხევი
კრწანისისხევი
— სათავე, — შესართავი
კრწანისისხევი ვიკისაწყობში

კრწანისისხევი (ტაბახმელისხევი, დუქნისხევი[1]) — მდინარე თბილისის სამხრეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს თელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1025 მ-ის სიმაღლეზე, სოფელ ტაბახმელასთან.[1] სიგრძე — 8,5 კმ. ჩაჭრილია შუაეოცენურ ვულკანოგენურ ქანებში და კრწანისის ვაკემდე კანიონისებრი ხეობა აქვს.[1] მდინარე მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002 წ., გვ. 615.