კრწანისის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრწანისის ვაკე — ვაკე თბილისის სამხრეთ ნაწილში, მოიცავს თელეთისა და თაბორის ქედებს შორის არსებულ სამკუთხედის მოყვანილობის ტერიტორიას, რომელიც ფუძით მიმართულია მტკვრისკენ. სიმაღლე 380—425 მ, სიგრძე — დაახლ. 2,5 კმ, სიგანე — 1 კმ, აგებულია მეოთხეული ფხვიერი დანალექებით.[1] კვეთს მდ. კრწანისისხევი. ძველთაგანვე ათვისებული იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002 წ., გვ. 615.