კოსტრომა (მდინარე)
იერსახე
| კოსტრომა რუს. Кострома | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | კოსტრომის ოლქი, იაროსლავლის ოლქი |
| სათავე |
გალიჩის მაღლობი 59°03′12″ ჩ. გ. 42°58′28″ ა. გ. / 59.05333° ჩ. გ. 42.97444° ა. გ. |
| შესართავი |
გორკის წყალსაცავი 58°57′39″ ჩ. გ. 40°51′52″ ა. გ. / 58.96083° ჩ. გ. 40.86444° ა. გ. |
| სიგრძე | 354 კმ |
| აუზის ფართობი | 16 ათ. კმ² |
| მდინარის სისტემა | გორკის წყალსაცავი → ვოლგა → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 66,7 მ³/წმ |
|
| |
კოსტრომა[1] (რუს. Кострома) — მდინარე რუსეთში, კოსტრომის ოლქში (ნაწილობრივ იაროსლავლის ოლქის საზღვარზეც); მდინარე ვოლგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 354 კმ, აუზის ფართობი 16 ათ. კმ². სათავეს იღებს გალიჩის მაღლობზე, მიედინება დაჭაობებულ დაბლობზე, წარმოქმნის დიდ კლაკნილებს. გორკის წყალსაცავის შექნასთან დაკავშირებით (მდ. ვოლგაზე), სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვისაგან დასაცავად კოსტრომის ქვემო წელზე ნაპირები დაფარულია მიწაყრილებით. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი ქალაქ ბუისთან 66,7 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში. დასაცურებელია. სანაოსნოა შესართავიდან 122 კმ-ზე. კოსტრომაზეა ქალაქი სოლიგალიჩი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 109.
- ↑ Кострома // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 472.