გალიჩის მაღლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალიჩის მაღლობი
რუს. Галичская возвышенность
კოორდინატები: 58°30′ ჩ. გ. 42°30′ ა. გ. / 58.500° ჩ. გ. 42.500° ა. გ. / 58.500; 42.500
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კოსტრომის ოლქი, ვოლოგდის ოლქი
სიმაღლე 150–200 
სიგრძე 250 კმ
გალიჩის მაღლობი — რუსეთი
გალიჩის მაღლობი

გალიჩის მაღლობი,[1] გალიჩ-ჩუხლომის მაღლობი[1] (რუს. Галичская возвышенность) — ბორცვებიანი მორენული სერი რუსეთში, კოსტრომისა და ვოლოგდის ოლქებში. შედის ჩრდილოეთ უვალების სისტემაში. გადაჭიმულია თითქმის მერიდიანულად 250 კმ-ზე. სიმაღლე 150–200 მ (უდიდესი 293 მ). ჭარბობს დამრეცი განცალკევებული დადაბლებებიანი სერები. დასავლეთ კალთაზე კოსტრომის მარცხენა შენაკადები ჩამოედინება, აღმოსავლეთ კალთას კი უნჟისა და ვოლგის შენაკადები კვეთენ. მაღლობზეა ორი დიდი ზომის ტბა — გალიჩის და ჩუხლომის. დაფარულია შერეული წიწვოვან-ფართოფოთლოვანი ტყეებით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 43.
  2. Галичская возвышенность // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 6 — М., 1971.