გორკის წყალსაცავი
იერსახე
| გორკის წყალსაცავი | |
|---|---|
| რუს. Го́рьковское водохрани́лище | |
|
| |
| კოორდინატები: 57°29′ ჩ. გ. 42°06′ ა. გ. / 57.483° ჩ. გ. 42.100° ა. გ. | |
| ქვეყანა |
|
| სიგრძე | 440 კმ |
| სიგანე | 14 კმ |
| ფართობი | 1590 კმ² |
| მოცულობა | 8,71 კმ³ |
| უდიდესი სიღრმე | 22 მ |
| საშუალო სიღრმე | 3,65 მ |
| მდინარე | ვოლგა |
| შევსების წელი | 1955-1957 |
გორკის წყალსაცავი (რუს. Го́рьковское водохрани́лище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგაზე, რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის, ივანოვოს, კოსტრომისა და იაროსლავლის ოლქებში. შეიქმნა 1955-57 წლებში. ფართობი 1590 კმ². მოცულობა 8,71 კმ³, სიგრძე 440 კილომეტრი, მაქსიმალური სიგანე 14 კილომეტრამდე. საშუალო სიღრმე 3,65 მ, მაქსიმალური სიღრმე 22 მ. შექმნით წყლის გზის სიგრძე გოროდეც-რიბინსკის მონაკვეთზე 434-იდან 416 კილომეტრამდე შემცირდა. წყალსაცავის ნაპირებზეა გაშენებული შემდეგი ქალაქები: გოროდეცი, პუჩეჟი, იურიევეცი, კინეშმა, ნავოლოკი, პლიოსი, კოსტრომა, იაროსლავლი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 232.