კინოხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კინემატოგრაფია)
ძმები ლუმიერები

კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

კინოხელოვნება გაჩნდა მე-20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ-თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

კინოხელოვნების ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანიმაციური ფილმიდოკუმენტური ფილმიდრამატული ფილმიკინოჟურნალიკომედიური ფილმიმოკლემეტრაჟიანი ფილმისასწავლო ფილმისატელევიზიო ფილმი

კინოხელოვნების ტერმინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრიკინემატოგრაფიკინოკინოაპარატიკინოდრამატურგიაკინოთეატრიკინომუსიკაკინოსაპროექციო აპარატიკინოსტუდიაკინოფირიროლისცენარიფილმიფოტოფირი

კინოხელოვნების მოღვაწენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობიოპერატორირეჟისორისცენარისტიფოტოგრაფი

იხილეთ აგრეთვე:

სხვადასხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინოფესტივალები:

კინოხელოვნების პრემიები:

ცნობილი კინოსტუდიები:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]