ტარიფის კონცხი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან მაროკის კონცხი)

ტარიფის კონცხი (ესპ. Punta de Tarifa; ასევე ცნობილი როგორც მაროკის კონცხი; ესპ. Punta Marroquí) — კონტინენტური ევროპის ყველაზე სამხრეთი წერტილი. მდებარეობს ესპანეთის ქალაქ ტარიფის გარეუბანში, კადისის პროვინციაში, გიბრალტარის სრუტის ატლანტისპირა კიდეში.[1] კონცხი გიბრალტარის სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილას, აფრიკიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. 1826 წელს აქ ააშენეს მიმანიშნებელი კოშკი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cádiz. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 17 April 2012.