შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი ჩოხაში

კონსტანტინე (კონი) სიდამონ-ერისთავი (ინგლ. Constantine (Connie) Sidamon-Eristoff; დ. 28 ივნისი, 1930, მანჰეტენი, ნიუ-იორკი — გ. 26 დეკემბერი, 2011, იქვე[1]) — ქართული წარმოშობის ამერიკელი იურისტი, პოლიტიოკოსი და ნიუ-იორკის საავტომობილო გზის კომისარი და ქალაქის ვიცე-მერი (1967-1973 წწ.) ჯონ ლინდსის ადმინისტრაციის დროს.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი დაიბადა ნიუ-იორკში, არაგვის ერისთავების შთამომავლების არისტოკრატიულ ოჯახში. მამა — სიმონ სიდამონ-ერისთავი საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკების შეჭრის შემდეგ. დედა — ანა (ენი) ტრეისი XIX საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ამერიკელი დიპლომატისა და ისტორიკოსის ჯონ ბიგელოუს შთამომავალი იყო. დაამთავრა მილბრუკის სკოლა,[2] პრინსტონის უნივერსიტეტი ინჟინერ-გეოდისტის სპეციალობით და 1957 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა.[3] ამავე წელიწადს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი დაქორწინდა ენ ფიპსზე, ენდრიუ კარნეგის პარტნიორის, ჰენრი ფიპსის შვილიშვილზე. იგი ფლობდა მამის რესოტრან „ალავერდს“ მდინარე ჰუდსონზე, რომელიც იყო ქართული სათვისტომოს შესახვედრი და დასასვენებელი ადგილი ამერიკაში.[3]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდამონ-ერისთავი ჯონ ლინდსის ადმინისტრაციის დროს მუშაობდა ნიუ-იორკის საავტომობილო გზის კომისრად და 1967-1973 წლებში ამავე ქალაქის ვიცე-მერად[2]. 1974 წელს მალკოლმ უილსონმა დანიშნა და 1989 წლამდე მუშაობდა სატრანსპორტო კომპანია Metropolitan Transportation Authority-ში.[4]

კონსტანტინე ერისთავი 1989-დან 1993 წლამდე, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს ნიუ-იორკის მე-2 რეგიონის (ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, პუერტო-რიკოს და ვირჯინიის კუნძულები) გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.[5]

კონი ერისთავის ინიციატივითა და დიდი ძალისხმევით, 1994 წელს დაარსდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“, რომლის დირექტორთა საბჭოს იგი სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა მისმა ვაჟმა სიმონ სიდამონ-ერისთავმა.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი 2011 წლის 26 დეკემბერს ამერიკაში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.[1] მისი ვაჟი ენდრიუ ჩართული იყო ნიუ-იორკისა და შტატის პოლიტიკაში, ასევე იყო ნიუ-ჯერსის შტატის ხაზინადარი 2010 წლის იანვრიდან 2015 წლის ივლისამდე.

  • დაუშვილი რ., ქართული ემიგრაცია ამერიკაში, თბ., 2014, ISBN 978-9941-0-6277-3
  • მახარაძე ი., ქართველები ამერიკაში, თბ., 2011, გვ. 129-133

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Obituary, nytimes.com, December 30, 2011; accessed March 28, 2015.
  1. 1.0 1.1 New-York Times, 30 დეკემბერი, 2011 წელი
  2. 2.0 2.1 Bruce Weber. Constantine Sidamon-Eristoff, Environmental Advocate, Dies at 81 (ინგლ.), New York Times (30 დეკემბერი, 2011 წ.)
  3. 3.0 3.1 Хатиа Хасаиа, Однажды в Нью-Йорке: как грузин стал вице-мэром «столицы мира», "Сова", 7 დეკემბერი, 2020 წ.
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2017-02-04
  5. Constantine Sidamon-Eristoff | the EPA Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-05. ციტირების თარიღი: 2017-02-04