კომბოსტოს მავნებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კომბოსტოს მავნებლებიმწერები, რომლებიც აზიანებენ კომბოსტოს. საქართველოში ფართოდ გავრცელებულია კომბოსტოს თეთრულა, კომბოსტოს ჩრჩილი, რაფსის ხერხია, კომბოსტოს ბუგრი, ჯვაროსანთა სამხრეთის რწყილი, კომბოსტოს გაზაფხულის ბუზი და სხვა. კომბოსტოს თეთრულა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოს პირობებში 4-5, მთიან ზონაში 1-2 თაობას იძლევა. კომბოსტოს ჩრჩილი ევროპასა და აზიაშია გავრცელებული. გვხვდება მრავალ ადგილას, აზიანებს კომბოსტოს, ბოლოკს, რაფსს, ტურნეფსს, თალგამსა და სხვა. წელიწადში 3-4 თაობას იძლევა.

ბრძოლის ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება, ქიმიური საშუალებიდან გამოიყენება 0,2%-იანი კარბოფოსის, ფოზალონის ან ქლოროფოსის სამუშაო ხსნარი. კომბოსტოს თავის დახვევის პერიოდში მღრღნელპირიანი მწერების წინააღმდეგ კი ენტობაქტერინ-3-ის 0,5% სუსპენზია და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]