ტურნეფსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტურნეფსი
Turnip 2622027.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: კომბოსტოსებრნი
სახეობა: ტურნეფსი
ლათინური სახელი
Brassica rapa rapifera

ტურნეფსი, საკვები თალგამი (ლათ. Brassica rapa subsp. rapirera) — ორწლოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. დათესვის წელს ივითარებს ფესვთანური ფოთლების როზეტს და მსხვილ ხორცოვან ფესვებს. დარგული მცენარეების ძირხვენებიდან მე-2 წელს ვითარდება ღეროები, ყვავილედი და თესლიანი ნაყოფები. გავრცელებულია კულტურული მიწათმოქმედების რაიონებში. მოჰყავთ ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველის საკვებად, ფოთლებს ასილოსებენ. 100 კგ შეიცავს დაახლოებით 9 საკვებ ერთეულს, 0,7 მონელებად პროტეინს. თესავენ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ნაწვერალზე თესვისას — ზაფხულში. სამხრეთ რაიონებში იყენებენ როგორც მოზამთრე კულტურას. ძირხვენის მოსავალი 1 ჰა-ზე 400—500 შეადგენს. ინახავენ საცავებში, ზვინებად და თხრილებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]