კოკო ჯონსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოკო ჯონსი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კორტნი მიქაელა კოკო ჯონსი
დაბ. თარიღი 4 იანვარი, 1998 (1998-01-04) (26 წლის)
დაბ. ადგილი კოლუმბია
წარმოშობა კოლუმბია, სამხრეთი კაროლინა, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი
კოკო ჯონსი ვიკისაწყობში

კორტნი მიქაელა კოკო ჯონსი (ინგლ. Courtney Michaela Coco Jones; დ. 4 იანვარი, 1998, კოლუმბია, სამხრეთი კაროლინა, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. 2022 წელს ჯონსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Def Jam Recordings, რის შემდეგაც გამოუშვა სინგლი „ICU“. სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში, მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) და მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულებისთვის. იგი ასევე იყო ნომინირებული საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში. ჯონსს მიღებული აქვს BET Award და NAACP Image Award-ს. ამასთანავე, მონაწილეობს სერიალში Bel-Air (2022–დღემდე).

მუსიკოსმა პირველად ყურადღება მიიპყრო რადიო Disney's Next Big Thing-ში (201011) გამოჩენის შემდეგ. 2012 წელს ითამაშა დისნეის ფილმში Let It Shine და სიტკომში Good Luck Charlie (201213). დისნეიდან წასვლის შემდეგ, ჯონსმა სინგლებისა და EP-ების გამოშვება დაიწყო 2014 წლისთვის.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონსი დაიბადა 1998 წლის 4 იანვარს კოლუმბიაში,[1][2] სამხრეთ კაროლინაში, მაგრამ გაიზარდა ლიბანში, ტენესის შტატში, პატარა ქალაქში ნეშვილთან ახლოს. მამა NFL-ის მოთამაშე, ხოლო დედა მომღერალი იყო. ძმა, მაიკ ჯონსი უმცროსი, ატლანტა ფალკონსის მცველია.

მუსიკოსი პირველად სცენაზე ექვსი წლის ასაკში გამოვიდა. ცხრა წლის ასაკში შეხვდა დისნეის კასტინგის ხელმძღვანელებს. ამის შემდეგ გახდა კომპანიის მსახიობი და კომპოზიტორი. 2006 წელს გამოვიდა რადიო დისნეიში.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს გამოჩნდა Disney Channel-ის „So Random!“ სატელევიზიო შოუ. 2009 წელს გამოვიდა მორი პოვიჩის შოუს „ყველაზე ნიჭიერი ბავშვების“ ეპიზოდში. 2010 წელს მეორე ადგილზე გავიდა რადიო დისნეის „The Next Big Thing“ სიმღერის კონკურსში.[4] ამის შემდეგ მან წამოიწყო თავის პირველ პროექტზე მუშაობა, სახელწოდებით „Coco Jones“. ამავე დროს დაიწყო საკონცერტო ტური ბულინგის წინააღმდეგ, სახელწოდებით UBU-Stop the Bullying.[5][6] 2012 წლის ივნისში ითამაშა მთავარი გმირის, როქსის როლი დისნეის ფილმში Let It Shine, რომელიც გახდა ყველაზე ყურებადი ფილმი Disney Channel-ზე.[7][8]

ჯონსი 2012 წელს

Hollywood Records-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჯონსმა დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა პროდიუსერ რობ გალბრეითთან ერთად.[9] პირველი სინგლის „Holla at the DJ" პრემიერა შედგა რადიო დისნეიზე 2012 წლის დეკემბერში და გამოქვეყნდა iTunes-ზე მომდევნო დღეს. მისი EP „Made Of“ გამოვიდა 2013 წლის 12 მარტს. იმავე წელს მოიპოვა რადიო დისნეის მუსიკალური ჯილდო. ამის შემდეგ მუშაობა განაგრძო პროდიუსერებთან, როგორებიც არიან დევიდ ბანერი, ესტერ დინი და ჯუკბოქსი.

2014 წლის იანვარში მან გააუქმა კონტრაქტი Hollywood Records-თან. 2014 წლის აგვისტოში დამოუკიდებლად გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Peppermint".[10] ჯონსი ასევე გამოჩნდა ფანტას რეკლამაში 2017 წლის ივლისში და ითამაშა ჯაზ ფილმში „Flock of Four“ 2018 წლის აპრილში. მან გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Just My Luck" და მუსიკალური ვიდეო 2018 წლის სექტემბერში. 2019 წელს გამოუშვა სინგლები „Depressed" და „H.D.W.Y.". 2020 წელს ითამაშა სადღესასწაულო ფილმში „თეთრი სპილო“ და საშინელებათა ფილმში „ვამპირები ბრონქსის წინააღმდეგ“.[11][12] 2020 წლის ნოემბერში მან გამოუშვა სინგლი „Hollyweird".[13][14] მოგვიანებით, 2021 წლის სექტემბერში შეუერთდა სერიალ Bel-Air-ის სამსახიობო დასს. სერიალის პრემიერა 2022 წლის თებერვალში შედგა.

2022 წლის 20 მარტს ჯონსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს High Standardz-სა და Def Jam Recordings-თან.[15][16][17][18] სადებიუტო სინგლი „Caliber" გამოვიდა 2022 წლის 25 მარტს, რასაც მოჰყვა EP „What I Didn't Tell You“ ნოემბერში.[19] სინგლი „ICU" მოხვდა ბილბორდის ჩარტებში და დაიკავა 63-ე ადგილი ცხელ ასეულში. სიმღერა გავიდა 21-ე ადგილზე Billboard R&B/Hip-Hop Airplay ჩარტში.[20]

2023 წლის 20 იანვარს გამოუშვა EP-ის დელუქს ვერსია, რომელშიც შევიდა სინგლი „Simple" და სამი ახალი სიმღერა. მან ასევე გამოუშვა „Love is War" სტრიმინგ პლატფორმებზე და „Until the End of Time"-ის ქავერ ვერსია Spotify-ზე.

ჯონსის თქმით მის მუსიკალურ ხედვაზე გავლენა იქონიეს ისეთ სახეებზე, როგორებიც არიან ბიონსე, მერაია კერი, ბრენდი ნორვუდი, არეთა ფრანკლინი, რობერტა ფლაკი, სელინ დიონი, ეტა ჯეიმზი, კრისტინა აგილერა, ჯენიფერ ჰადსონი, ცესი უინანსი და მერი ჯეი ბლაიჯი.[21][22][23][24][25]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Coco Jones Biography, Songs, & Albums.
  2. „UPI Almanac for Friday, Jan. 4, 2019“. United Press International. January 4, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 5, 2019. ციტირების თარიღი: September 4, 2019. ციტატა: „actor Coco Jones in 1998 (age 21)“
  3. [1] დაარქივებული March 28, 2012, საიტზე Wayback Machine. . Radio Disney. Accessed June 7, 2012.
  4. Caswell, Emily. Coco Jones talks Silver Bells performance, Southern food and more (November 15, 2012).
  5. Caswell, Emily. Coco Jones talks Silver Bells performance, Southern food and more (November 15, 2012).
  6. Chappel, Ebony. Disney star shows Indy what she's 'made of' (August 1, 2013).
  7. Disney Stars perform at the 43rd Annual NAACP Luncheon (February 16, 2012).
  8. Tishgart, Sierra. Actress Coco Jones on Disney Channel's Let It Shine (June 11, 2012).
  9. Jackson, Ian. Hollywood Records Artist Coco Jones Interviews With All Bay Music Magazine (July 9, 2013).
  10. "Peppermint" – Coco Jones (Official Lyric Video). YouTube. ციტირების თარიღი: September 20, 2014
  11. Keyes, Rob. Vampires vs. the Bronx Comes to Netflix October 2nd (September 9, 2020).
  12. Ramos, Dino-Ray. Taryn Manning Feels Entitled In Timely Thriller 'Karen'; Devin Druid, Carmela Zumbado And Matthew Hancock Celebrate The Holidays In 'White Elephant' (August 26, 2020).
  13. Vargas, Steven. Hollyweird: The Real Journey of Coco Jones (November 12, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2023. ციტირების თარიღი: თებერვალი 8, 2024.
  14. Brissett, Danielle. Coco Jones Releases New Song 'Hollyweird' (November 5, 2020).
  15. 5 Things Bel-Air Star Coco Jones Can't Live Without (February 15, 2022). ციტირების თარიღი: March 21, 2022
  16. Inman, DeMicia. (March 3, 2022) Coco Jones Says New Music Is Coming As 'Bel-Air' Continues en-US. ციტირების თარიღი: March 21, 2022
  17. Coco Jones Talks Signing To High Standardz / Def Jam Records, https://www.youtube.com/watch?v=iiwB0KTe5Ss. წაკითხვის თარიღი: March 21, 2022
  18. 'Bel-Air' Star Coco Jones Is Having Her Renaissance Moment en (February 12, 2022). ციტირების თარიღი: March 21, 2022
  19. Abraham, Mya. Coco Jones, Mary J. Blige, Eli Derby And More Release New R&B Songs (March 25, 2022). ციტირების თარიღი: March 26, 2022
  20. „Coco Jones RnB HIPHOP AIRPLAY history“. Billboard. ციტირების თარიღი: 21 March 2023.
  21. About Coco Jones.
  22. CoCo Jones Sings For Patients In Studio! en (August 8, 2013). ციტირების თარიღი: October 1, 2020
  23. Meet Coco Jones. ციტირების თარიღი: October 1, 2020
  24. Hill, Jack W.. (August 15, 2013) Disney singer Coco Jones will splash into Hot Springs en. ციტირების თარიღი: October 1, 2020
  25. Coco Jones Top 5 favorite R&B Singers #cocojones #brandy #jazminesullivan #aaliyah #beyoncé #rnb, https://www.youtube.com/watch?v=UYn04EP-L_A. წაკითხვის თარიღი: 2023-02-23