კულტურული ფენა
გარეგნობა
კულტურული ფენა — არქეოლოგიაში, ადამიანის ცხოვრების კვალის შემცველი მიწის ფენის სახელწოდება. კულტურული ფენის სისქე სხვადასხვა (რამდენიმე სმ-იდან 30-35 მ-მდე), რაც განაპირობებულია აღნიშნულ ადგილას ადამიანის ცხოვრების ან მოქმედების ინტენსივეობითა და ხანგრძლივობით. კულტურული ფენაში აღმოჩენილი ნივთიერი ძეგლები გამოიყენება კაცობრიობის წარსულის შესასწავლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 69.