კლერ დენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლერ დენი

დენი ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი Claire Denis
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1946 (1946-04-21) (78 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ალმა-მატერი Institut des hautes études cinématographique
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი

კლერ დენი (დ. 21 აპრილი, 1946) — ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ფილმი „Beau Travail“ 1990-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება. მის სხვა აღიარებულ ნამუშევრებს შორისაა Trouble Every Day (2001), 35 Shots of Rum (2008), White Material (2009), High Life (2018)და Both Sides of the Blade (2022). ამ უკანასკნელმა მას ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ვერცხლის დათვი მოუტანა. ფილმისთვის დენიმ 2022 წლის კანის კინოფესტივალზე გრან პრი მოიპოვა,[1] აგრეთვე ოქროს პალმის რტოზე იყო წარდგენილი.

დენის შემოქმედება, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ევროპის კინოიდენტობაზე, მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კოლონიური და პოსტ-კოლონიური დასავლეთ აფრიკა, ასევე თანამედროვე საფრანგეთში არსებული პრობლემები.[2][3][4]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენი პარიზში დაიბადა, თუმცა კოლონიურ აფრიკაში გაიზარდა, სადაც მამამისი სამოქალაქო მოხელედ მუშაობდა. მისმა ბავშვობის წლებმა ბურკინა-ფასოში, კამერუნში, სომალსა და სენეგალში განვლო.[5] ოჯახი საცხოვრებელს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლიდა. მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად დასავლეთ აფრიკაში გატარებულმა ბავშვობამ დიდი როლი ითამაშა გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით დენის შეხედულებების ფორმირებაში. მამამისი მას და მის დას ეუბნებოდა, რომ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება ამ კოლონიური ქვეყნებისთვის სასიკეთო იქნებოდა.[6] მამისგან მიღებულმა აღზრდამ ძლიერი გავლენა იქონია კლერის ფილმებზე, რომლებიც აფრიკაში კოლონიალიზმისა და პოსტ-კოლონიალიზმის თემაზეა.[7]

ბავშვობაში კლერი ძველ და დაზიანებულ ფირებზე ჩაწერილ საომარი თემატიკის ფილმებს უყურებდა, რომლებიც აშშ-დან იყო გამოგზავნილი. მოზარდობისას ბევრს კითხულობდა. სასკოლო საგნების მეცადინეობის შემდეგ, ღამღამობით ის დედამისისგან ჩუმ-ჩუმად აღებულ დეტექტიურ წიგნებს კითხულობდა.[8] 12 წლის ასაკში დენის პოლიომიელიტის დიაგზონი დაუსვეს, რის შემდეგაც იგი სამკურნალოდ საფრანგეთში გაგზავნეს. დარჩენილი თინეიეჯრობის წლები მან პარიზში გაატარა.[9] საფრანგეში ცხოვრება დენისთვის უჩვეულო იყო. იგი თავს ამ ქვეყნისთვის შეუფერებლად გრძნობდა. აფრიკაში გატარებული ბავშვობა და იქ მიღებული გამოცდილება და განათლება მას თავს ყველასაგან განსხვავებულად აგრძნობინებდა.[10]

1969 წელს დენი ცოლად გაჰყვა ფოტოგრაფს, რომელიც 15 წლის ასაკში გაიცნო. იგი მის ასისტენტად მუშობდა. პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის ერთმანეთისთვის შეთავსების სირთულის გამო, ისინი მალევე დაშორდნენ.[11]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენი თავდაპირველად ეკონომიკას სწავლობდა, თუმცა ეს სფერო მისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა. იგი ხანმოკლე დროით აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, თუმცა მეუღლემ მას თავის დანებება და ამის სანაცვლოდ IDHEC უმაღლესი კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლა ურჩია. IDHEC-ში სწავლის დაწყებამდე, იგი Télé Niger-ში სტაჟირებას გადიოდა. დენიმ IDHEC-ში სწავლა 1971 წელს დაამთავრა, როცა უკვე განქორწინებული იყო და კინოს სფეროში საქმიანობდა რეჟისორის ასისტენტის ამპლუაში დაიწყო. იგი მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა ჟაკ რივეტის „არ მომეკაროთ“ (1971), რობერტ ენრიკოს „ძველი თოფი“ (1974), ედუარდო დე გრეგორიას „Sérail“ (1976) და კოსტა-გავრას „Hanna K.“ (1983). ვინ ვენდერსთან შეხვედრის შემდეგ დენი ამერიკაში გაემგზავრა, რათა ფილმებისთვის „პარიზი, ტეხასი“ (1984) და „ცა ბერლინის თავზე“ (1987), რეჟისორის ასისტენტი ყოფილიყო. ვენდერსმა მის შესახებ თქვა: „კლერი მზად იყო თავისი ფილმების გადასაღებად. რეჟისორის ასისტენტად მუშაობის გაგრძელბა მისთვის ნიჭის გაფლანგვა იქნებოდა.“ სხვადასხვა რეჟისორებთან მუშაობით მიღებული გამოცდილების შედეგად, დენიმ გააცნობიერა, რომ თავადაც სურდა ფილმების გადაღება, რათა თავის შემოქმედებით საქმიანობაში მეტი დამოუკიდებლობა ჰქონოდა.[12]

დენის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „შოკოლადი“ (1988), ნახევარ-ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს. იგი მოგვითხრობს ფრანგ ქალზე, რომელიც კამერუნში გატარებულ ბავშვობას და ოჯახის შავკანიან მსახურთან თავის ურთიერთობას იხსენებს. ფილმის სცენარი დენიმ ჟან-პოლ ფარგოსთან ერთად დაწერა, რომელთანაც დღემდე თანამშრობლობს. ფილმი წარდგენილი იყო ოქროს პალმის რტოზე. კრიტიკოსებმაც და მაყურებლებმაც იგი გამორჩეულ ნამუშევრად აღიარეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tartaglione, Nancy. (28 May 2022) Cannes Film Festival: Ruben Ostlund Wins Second Palme D’Or With ‘Triangle Of Sadness’ – Full List. ციტირების თარიღი: 28 May 2022.
  2. Film Museum - Claire Denis.
  3. Los Angeles Times Staff. (2022-07-08) Our critic's guide to the singular — and underrated — Claire Denis en-US. ციტირების თარიღი: 2023-01-01
  4. Streaming: homage to Claire Denis en (2019-06-10). ციტირების თარიღი: 2023-01-01
  5. Hermione Eyre, "Claire Denis on filmmaking and feminism," Prospect, 21 June 2010, [1] დაარქივებული 2011-07-03 საიტზე Wayback Machine.
  6. Claire Denis en-US. ციტირების თარიღი: 2021-04-15
  7. Beugnet, Martine (2004). Claire Denis, p. 8. Manchester University Press, Manchester and New York. ISBN 0-7190-6481-3.
  8. Ancian, Aimé (2002). „Claire Denis: An Interview“. Senses of Cinema. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2006. ციტირების თარიღი: 26 November 2006.
  9. Chocolat (1988; Dir. Claire Denis) Film Guide & Resources. ციტირების თარიღი: 2021-04-15
  10. Jenkins, Barry (2019-04-16). „Claire Denis Talks to Barry Jenkins About Director Anxiety and Expectations“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-04-15.
  11. Interview: Claire Denis en. ციტირების თარიღი: 2021-04-15
  12. Robertson, Kate (2021). Trouble Every Day. Liverpool University Press. DOI:10.2307/j.ctv1r1nr10.5. ISBN 978-1-80085-924-1.