შინაარსზე გადასვლა

კლემენტე გალანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლემენტე გალანო (იტალ. Clemente Galano) (დ. 1611, სორენტო, იტალია, — გ. 14 მაისი, 1666, ქ. ლვივი, ახლანდ. უკრაინა) — იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი.

1636 წელს მისიონერად მოავლინეს საქართველოში, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა. მისიის ძირითადი მიზანი სომხების რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში მოქცევა იყო. მოლაპარაკება ეჩმიაძინის მესვეურებთან წარუმატებლად დასრულდა და 1640 წელს გალანომ საქმიანობა გააგრძელა კონსტანტინოპოლში, საიდანაც სომხების პატრიარქის დავითის მოთხოვნით გააძევეს. რომში დაბრუნებული პატივით მიიღო პაპმა ურბან VIII-მ და „რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაციის“ პროფესორად დანიშნა. 1663 წელს გაიგზავნა პოლონეთში და ლვივში სომხებისთვის დააფუძნა კათოლიკური სასწავლებელი. გარდაიცვალა იქვე, 1666 წელს. სომხური ეკლესიის ისტორიის შესახებ დაწერილ მის ნაშრომში არის საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებაც.

  • Consiliatio Ecclesiae Armenae cum Romana [v.] 1–3, Roma, 1650–54.
  • Historia armena ecclesiatica et politica, Colonia, 1686.
  • გიორგაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
  • "Galano, Clemente", in: The New Catholic Encyclopedia, vol. 6 (2nd ed.), Gale, 2003, p. 50.
  • Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. По Кавказу, Тфл., 1935.
  • Tamarati M., L’ église géorgienne des origines jusqu’ à nos jours. Reproductions de monuments inédits, Roma, 1910, p. 527.