იონ ილიესკუ
| იონ ილიესკუ | |
| რუმინეთის მე–2 პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 20 მაისი 1990 – 29 ნოემბერი 1996 | |
| წინამორბედი | ნიკოლაე ჩაუშესკუ |
| მემკვიდრე | ემილ კონსტანტინესკუ |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 20 დეკემბერი 2000 – 20 დეკემბერი 2004 | |
| წინამორბედი | ემილ კონსტანტინესკუ |
| მემკვიდრე | ტრაიან ბესესკუ |
| დაბადებული | 3 მარტი, 1930 ოლტენიცა, რუმინეთი |
| გარდაცვლილი | 5 აგვისტო, 2025 ბუქარესტი, რუმინეთი |
| მეუღლე | ელენა (ნინა) შერბანესკუ |
იონ ილიესკუ (რუმ. Ion Iliescu, 3 მარტი, 1930, ოლტენიცა, რუმინეთი — გ. 5 აგვისტო, 2025, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუმინელი პოლიტიკოსი, სენატორი სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან და ქვეყნის პრეზიდენტი 1990–1996 და 2000–2004 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაიბადა 1930 წლის 3 მარტს.
- 1954 წელი – დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი
- 1956–1960 წლები – რუმინეთის სტუდენტური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე.
- 1960–1965 წლები – რუმინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის განყოფილების გამგის მოადგილე.
- 1965–1967 წლები – აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე.
- 1967–1971 წლები – ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.
- 1971 წელი – რუმინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში.
- 1971–1974 წლები – პარტიის ტიმიშოარას სამაზრო კომიტეტის მდივანი.
- 1974–1979 წლები – იასის სამაზრო კომიტეტის I მდივანი.
- 1979–1984 წლები – რუმინეთის წყალთა მეურნეობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე.
- 1984–1989 წლები – ტექნიკური გამომცემლობის დირექტორი.
- 1989–1990 წლები – ნიკოლაე ჩაუშესკუს წინააღმდეგ შექმნილი რუმინეთის ეროვნული ხსნის ფრონტის თავმჯდომარე.
- 1990–1996 წლები – რუმინეთის პრეზიდენტი.
1992 წელს მან მეორედ კენჭი იყარა პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ახალი კონსტიტუციის საფუძველზე. იგი თავის ხალხს დაპირდა:
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იონ ილიესკუ ქორწინებაშია 1951 წლიდან. მისი მეუღლე ელენა შერბანესკუ არის ინჟინერი, მეცნიერი მეტალების კოროზიის (დაჟანგვის) სფეროში.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ილიესკუ გარდაიცვალა ორთვიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, 2025 წლის 5 აგვისტოს, 95 წლის ასაკში.[1] მის სიკვდილს დასცინოდა მმართველი პარტიის „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ რამდენიმე თანამდებობის პირი, მათ შორის კატალინ დრულა,[2] რომლებიც ილიესკუს პატივსაცემად ეროვნული გლოვის დღის გამოცხადებას ეწინააღმდეგებოდნენ.[3] მსგავსი პოზიცია დაიკავა „რუმინელთა კავშირის ალიანსის“ წარმომადგენლებმაც.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ion Iliescu a murit la vârsta de 95 de ani. Programul oficial al funeraliilor de stat DOCUMENT (5 August 2025).
- ↑ Elena, Anghelina. (5 August 2025) Reacția lui Cătălin Drulă (USR) după moartea lui Ion Iliescu.
- ↑ USR anunță că nu va participa la funeraliile lui Ion Iliescu și că s-a opus decretării doliului național. Mesajul lui Dominic Fritz (5 August 2025).
- ↑ VIDEO Adrian Axinia (AUR), reacție dură la moartea lui Ion Iliescu: 'Poartă vina pentru o mare parte a răului din societatea românească' (5 August 2025).
| წინამორბედი: ნიკოლაე ჩაუშესკუ |
რუმინეთის პრეზიდენტი 1990 – 1996 |
შემდეგი: ემილ კონსტანტინესკუ |
| წინამორბედი: ემილ კონსტანტინესკუ |
რუმინეთის პრეზიდენტი 2000 – 2004 |
შემდეგი: ტრაიან ბესესკუ |