შინაარსზე გადასვლა

კლარა გურამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლარა ფრანცის ასული ტიტელი (გურამიშვილი-ტიტელი; დ. 25 აგვისტო, 1866, თბილისი, — გ. 21 სექტემბერი, 1956) — ქართველი მომღერალი (კოლორატურული სოპრანო), წარმოშობით იტალიელი. მხატვარ დავით გურამიშვილის ცოლი.

პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში იოსებ რატილთან, შემდეგ ერთხანს სწავლობდა პეტერბურგში. დაამთავრა ვენის კონსერვატორია (პედაგოგი პროფ. ი. ფუქსი). 1897–1898 წლებში უმაღლეს სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა პარიზში მომღერლებთან მარკეზსა და დ. არტოსთან. პარიზის მუსიკალურ სალონებში წარმატების შემდეგ, 1899 წლის მაისში, გურამიშვილი საქართველოში დაბრუნდა და გამოდიოდა საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებზე თბილისში, ასევე ბაქოში, ქუთაისსა და ბათუმში; ჰქონდა დიდი დიაპაზონის, ლამაზი ტემბრის მოქნილი და თბილი ხმა. ასრულებდა ა. ალიაბიევის რომანსს „ბულბული“, არიებს ოპერებიდან: მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, ვერდის „ტრავიატა“, ლეო დელიბის „ლაკმე“, ჯაკომო მეიერბერის „ჰუგენოტები“ და სხვ. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 209.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 131

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]