იოსებ რატილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იოსებ ივანეს ძე რატილი ჩეხ. Ratili (ნამდვილი გვარი ნავრატილი ჩეხ. Josef Navrátil) (დ. 27 თებერვალი, 1840, პარდუბიცე — გ. 17 თებერვალი, 1912, თბილისი) — ჩეხი მომღერალი (ტენორი), ლოტბარი. მუსიკალური განათლება მიიღო პრაღის კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მღეროდა პრაღისა და სხვა ოპერის თეატრებში. 1878 წლიდან გამოდიოდა ჰელსინკის ოპერის თეატრში. გასტროლები გამართა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1880 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აქ დაუახლოვდა ქართველ მუსიკოსებს (ანდრია ბენაშვილს, ანდრია ბალანჩივაძეს, ია კარგარეთელს, კ. მაღრაძეს, ხ. სავანელს, ფილიმონ ქორიძეს . ზაქარია ჩხიკვაძეს). გაეცნო ქართული მუსიკის ფოლკლორს, მოიხიბლა თვითმყოფი, მდიდარი, მრავალხმიანი სიმღერებით. 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის მიერ შექმნლის ხალხური სიმღერის გუნდს. 1890 წელს შეადგინა ცალკე გუნდი. პროპაგანდას უწევდა ქართულ სიმღერას. ჩაიწერა და დაამუშავა რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა. მისი შთამომავლობა ამჟამად ცხოვრობს თბილისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეკიშვილი ს., ი. რატილი საქართველოში, თბ. 1961

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]