კირილ ბაბაევი
კირილ ბაბაევი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 30 მაისი, 1978 (44 წლის) |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ენათმეცნიერება |
მუშაობის ადგილი | Russian State University for the Humanities |
ალმა-მატერი | მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი |
კირილ ბაბაევი (რუს. Кири́лл Влади́мирович Баба́ев; დ. 30 მაისი, 1978, მოსკოვი) — რუსი ბიზნესმენი, სწავლული და მეცნიერების პოპულარიზატორი, ლინგვისტი, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ნუმიზმატი, საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
კირილ ბაბაევი არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ღია სააქციო საზოგადოება „სბერბანკ“-ის დირექტორი საკომუნიკაციო საკითხებში, ფუნდამენტალურ ლინგვისტურ კვლევათა ფონდის შემქმნელი, რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საგამომცემლო სახლის „ჲასკ“-ის აღმასრულებელი დირექტორი.
აკადემიური გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2000 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხალხთა მეგობრობის მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი სპეციალობით „აღმოსავლეთმცოდნეობა“ და „საერთაშორისო ურთიერთობები“.
- 2005 წელს დაამთავრა სწავლა რუსეთის მთავრობასთან არსებულ სახალხო მეურნების აკადემიაში სპეციალობით „საფინანსო მენეჯმენტი“.
- 2008 წელს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია სპეციალობით „შედარებით-ისტორიული, ტიპოლოგიური და შეკავშირებითი ენათმეცნიერება“.
საინტერესო ფაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კირილ ბაბაევმა 2014 წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გახსნა მუზეუმი „თავსაბურავის სამყარო“. მუზეუმის გახსნამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და მას მსოფლიოში „ჯერ სრულიად უპრეცედენტო“ უწოდეს.
საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კირილ ბაბაევის საჯარო გამოსვლების სატელევიზიო ჩანაწერები თემების მიხედვით.
- „ტონი მსოფლიოს ენებში“
- „ენათა კრეოლიზაცია“
- „აფრიკის ძველი ენები“
- „პრაენის გრამატიკის რეკონსტრუქცია“
- „ახალ-ახალ ენათა აღმოჩენები“
- ინტერვიუ მუზეუმ „თავსაბურავის სამყარო“-ს შემქმნელთან კირილ ბაბაევთან
- კირილ ბაბაევის ლექციის „პასტორი, მულა და წყლის სული“ ჩანაწერი
- „ცხოვრება აფრიკაში — ნამდვილი სათავგადასავლო რომანი“
- „მსოფლიოში დაიწყო ნადირობა ენებზე“
- „ახალგაზრდა სახელმწიფოები. ზრდის გაკვეთილები და კურიოზები“
- რადიო „მაჲაკ“-ის ინტერვიუ კირილ ბაბაევთან
პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Бабаев К. В. Происхождение индоевропейских показателей лица. („ინდოევროპულ პირის მაჩვენებელთა წარმოშობა“) Москва: «Эйдос», 2008. ISBN 978-5-902948-30-8.
- Бабаев К. В. Монеты Тмутараканского княжества. („ტმუტარაკანის სამთავროს მონეტები“) Москва: «Древлехранилище», 2009. ISBN 978-5-93646-157-6.
- Бабаев К. В. Язык зиало: Очерк грамматики и словарь. („ზიალოს ენა: გრამატიკის ნარკვევი და ლექსიკონი“) — М.: РГГУ, 2011. — 409 с. — (Orientalia et Classica XXXIV. Труды Института восточных культур и античности). — ISBN 978-5-7281-1194-8. (обл.)
- Babaev, Kirill. Zialo: the Newly-Discovered Mande Language of Guinea. Архивировано 12 мая 2012 года. München: Lincom, 2011. 260 pp. ISBN 978-3-86288-016-4.
- Бабаев К. В. Нигеро-конголезский праязык. Личные местоимения. („ნიგერიულ-კონგოლეზური პრაენა. პირის ნაცვალსახელები.“) Москва: ЯСК, 2013. 606 стр. ISBN 978-5-9551-0642-7.
- Бабаев К. В., Архангельская А. А. Что такое Африка. Научно-популярное издание. („რას წარმოადგენს აფრიკა. სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა“.) Москва: РИПОЛ Классик, 2015. 480 с., илл. ISBN 978-5-386-08595-7.
- Бабаев К. В. История человечества в великих документах. („კაცობრიობის ისტორია უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში“) Москва: Эксмо, 2018. 416 с., илл. ISBN 978-5-699-99727-5.
- Бабаев К. В. Введение в африканское языкознание. („შესავალი აფრიკულ ენათმეცნიერებაში“) Москва: ЯСК, 2018. 352 с., илл. ISBN 978-5-6041006-1-5.
- Бабаев К.В., Самарина И.В. Язык май. („მაის ენა“) Москва: ЯСК, 2018. 576 с., илл. ISBN 978-5-907117-34-1.
- Бабаев К.В. Венец моды и традиции. Головные уборы народов мира. („მოდისა და ტრადიციის გვირგვინი. მსოფლიოს ხალხთა თავსაბურავები“) Москва: РИПОЛ Классик, 2020. 192 с., илл. ISBN 978-5-386-13659-8.
ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფუნდამენტალურ ლინგვისტურ კვლევათა ფონდი ოფიციალური საიტი
- საგამომცემლო სახლ „ჲასკი“-ის ოფიციალური საიტი
- რუსეთის გაზეთ „ერბეკა-დეჲლი“-ს ინტერვიუ კირილ ბაბაევთან
- კირილ ბაბაევი დაინიშნა ღია სააქციო საზოგადოება „სბერბანკ“-ის დირექტორად საკომუნიკაციო საკითხებში
- კირილ ბაბაევის წიგნი „კაცობრიობის ისტორია უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში“ ოზონ.რუ-ს გვერდზე
- გამოფენა „დელო ვ შლჲაპე“ — მსოფლიოს ხალხთა თავსაბურავები კირილ ბაბაევის კოლექციიდან
- კირილ ბაბაევი „პოსტნაუკა“-ს ოფიციალურ გვერდზე
- „რუსული ენა იმყოფება გრამატიკულ კატეგორიათა დაკარგვის ზღვარზე“