მოსკოვის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი (რუსულად Институт стран Азии и Африки, ხოლო აბრევიაციით ასევე ИСАА [ი-ეს-ა-ა]) წარმოადგენს მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენელ ერთ–ერთ ნაწილს.

ინსტიტუტი 1956 წლის 24 აპრილს შეიქმნა სპეციალური ფაკულტეტის სახით და სასწავლებლად იღებდა უმაღლესი განათლების უკვე მქონე და 35 წელს გადაცილებულ სწავლის მსურველთ. აქ შეასწავლიდნენ ახლო და შორეულ აღმოსავლურ ენებს.

დღეს მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ამ ინსტიტუტში შეისწავლიან აღმოსავლური ენების უმეტესობას და ასევე რამდენიმე აფრიკულ ენას. მეტ–ნაკლები ინტენსივობით აქ შეისწავლიან აზიისა და აფრიკის 40-მდე ენას.

აღმოსავლურ ენათაგან შეისწავლიან შემდეგ ენებს;
ჩინური ენა, იაპონური ენა, კორეული ენა, ვიეტნამური ენა, მონღოლური ენა, ტაის ენა, ბირმული ენა, ფილიპინური ენები, სპარსული ენა, პუშტუ ენა, არაბული ენა, ებრაული ენა, ჰინდი ენა, ურდუ ენა, დარი ენა (ფარსი-ქაბული), ქმერული ენა და მალაიური ენა.
აფრიკულ ენათაგან შეისწავლიან შემდეგ ენებს;
კი-სუაჰილი, ჰაუსა, ამქარული, აფრიკაანსი.

ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტის ბაზაზე 2010 წელს პირველად შეიკრიბა ქართული ენის, როგორც ძირითადი ენის შემსწავლელი ჯგუფი, თუმცა ამ საქმემ გაგრძელება ვერ ჰპოვა.

მოსკოვის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის კურსდამთვრებულნი მიიღებენ დიპლომს შემდეგი მიმართულებებით:

აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის (ი-ეს-ა-ა) კათედრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ი-ეს-ა-ას ფილოლოგიური განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული ფილოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი დაფუძნდა 1956 წელს. მის სათავეებში იდგნენ პროფ. ბ.მ. გრანდე (1891-1974), პროფ. ა.ა. კოვალიოვი (1923-2000), პროფ. გ.მ. გაბუჩანი (1926-2004) და პროფ. ვ.მ. ბელკინი (1923-2000). მათ შეჰქმნეს რუსული არაბისტიკის სკოლა, რომლის ავტორიტეტი მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდია.

კათედრაზე სხვადასხვა წლებში მუშაობდნენ პროფ. ნ.კ. უსმანოვი, პროფ. ი.მ. ფილშტინსკი, პროფ. გ.შ. შარბატოვი, ა.ა. სანჩესი და არაბისტიკის სამყაროში სხვა ცნობილი სპეციალისტები.

არაბული ენის სწავლებას ემსახურებოდნენ არაბი, ან არაბული ქვეყნებიდან გამოსული მასწავლებლები: პროფ. ე.ლევი-პროვანსალის მოწაფე, რომელმაც დისერტაცია დაიცვა სორბონის უნივერსიტეტში, დოცენტი მაჰმუდ ელ-შაზლი, ილიას ალ-ბადრი და სხვები. კათედრის შემადგენლობის 80% მისივე კურსდამთავრებულია.

კათედრის სპეციალური კურსების პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ძირითადი აღმოსავლური ენა. (კურსის ავტორები: დოც. გ.რ. აგანინა, პროფ. გ.მ. გაბუჩანი, დოც. ვ.ვ. ლებედევი, პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  2. შესავალი სპეციალურ ფილოლოგიაში. (დოც. გ.რ. აგანინა, დოც. ბ.ნ. რომაჩოვი, პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  3. კურსის „შესავალი არაბულ ფილოლოგიაში“ პროგრამა არაბული ფილოლოგიის სტუდენტებისათვის. (3-4 სემესტრი, 136 საათი)
  4. შესასწავლი ქვეყნის ლიტერატურა .(პროფ. ვ.ნ. კირპიჩენკო, აკად. ა.ბ. კუდელინი, დოც. ვ.ვ. საფრონოვი, პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  5. მეთოდიკური მითითებანი სემინარულ მეცადინეობათა ჩატარებისათვის შუა საკუნეების არაბულ ლიტერატურაში. ავტორები – ა.ბ. კუდელინი, დ.ვ. ფროლოვი
  6. შესაწავლი ქვეყნის ლიტერატურის ისტორია. (ისტორიკოსებისათვის; აკად. ა.ბ. კუდელინი, დოც. კ.ტ. ოსიპოვა, დოც. ტ.ს. ნალიჩი, დოც. ვ.ვ. საფრონოვი, პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  7. თარგმანის თეორია და პრაქტიკა. (დოც. ა.ვ. გერმანოვიჩი)
  8. არაბული ლიტერატურა შუა საუკუნეების არაბულ-მუსულმანური კულტურის კონტექსტში. (აკად. ა.ბ. კუდელინი)
  9. შესავალი ისლამში. (პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  10. შესავალი ყურანმცოდნეობაში (პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  11. არაბული ორთოეპიის საკითხები. (დოც. გ.რ. აგანინა)
  12. იბნ იცხაკის - იბნ ხიშამის "წინასწარმეტყველის ცხოვრების", როგორ არაბული ლიტერატურის ძეგლი. (აკად. ა.ბ. კუდელინი)
  13. კლასიკური მუსულმანური ეგზეგეტიკის ისტორია. (პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  14. უარყოფის კატეგორია (ნეგაცია) არაბული ენის გრამატიკაში. (დოც. ვ.ვ. ლებედევი)
  15. კლასიკური არაბული ფილოსოფია. (პროფ. ა.ვ. სმირნოვი)
  16. არაბულიდან რუსულზე თარგმნის ლექსიკურ-გრამატიკული ასპექტები. (დოც. ა.ვ. გერმანოვიჩი)
  17. მაღრიბის ლიტერატურა. (აკად. ა.ბ. კუდელინი)
  18. ახალარაბული კრიტიკა. (დოც. ვ.ვ. საფრონოვი)
  19. არაბული კალიგრაფიის საფუძვლები.(დოც. ბ.ნ. რომაჩოვი)
  20. არაბული ლექსთწყობის საფუძვლები. (პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  21. წინდებულები ტრადიციულ არაბულ გრამატიკაში. (დოც. ზ.ბ. ბასატი)
  22. არაბული დიალექტოლოგიის პრობლემები: სინტაქსი. (დოც. ვ.მ. პაკი)
  23. არაბული მასდარის შესწავლის პრობლემები. (დოც. ა.ნ. მელიანცევი)
  24. ყურანის კომპოზიციის შესწავლის პრობლემები. (პროფ. დ.ბ. ფროლოვი)
  25. ახალარაბული პოეზიის განვითარების პრობლემები. (დოც. ვ.ვ. საფრონოვი)
  26. არაბული და რუსული ენების სისტემათა შეპირისპირებითი ანალიზი. (დოც. ვ.ვ. ლებედევი)
  27. არაბული კლასიკური ფილოლოგიის ძირითადი ტენდენციები. (პროფ. დ.ვ. ფროლოვი)
  28. შუა საუკუნეთა არაბული პოეტიკა. (აკად. ა.ბ. კუდელინი)
  29. VI-X საუკუნეთა არაბული პოეზიის სტილისტური ევოლუცია. (აკად. ა.ბ. კუდელინი)
  30. ტრანსპოზიცია არაბულ სინტაქსში. (დოც. ვ.მ. პაკი)
  31. სწავლება ყურანის რეციტაციის შესახებ. (დოც. გ.პ. აგანინა)
  32. არაბული ენის ფონეტიკა. (დოც. ბ.ნ. რომაჩოვი)

ირანული ფილოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათედრაზე მიიღებიან ირანიდან და ავღანეთიდან რუსული ენის შესასწავლად ჩამოსული სტუდენტები. რუსული ენის სწავლების დაწყებით ეტაპზე შესასწავლი ენის გრამატიკას შესაბამისი მასწავლებლები სპარსულ ენაზე ხსნიან. რუსეთში სწავლის მსურველ ირანისა და ავღანეთის მოქალაქეებზე გაიცემა ვიზები რუსეთის საელჩოში.

ირანული ფილოლოგიის კათედრა 2 შერეული მიმართულებით მუშაობს:

  1. სტუდენტები შეისწავლიან გავრცელებულ და ოფიციალურ ირანულ ენებს (სპარსულს, დარის, ტაჯიკურს, პაშტოს), გარდა ამისა სომხურ და ქართულ ენებს.
  2. სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და ასპირანტებს უტარდებათ თეორიული კურსები ირანულ ენათმეცნიერებასა და ლიტერატურაში.

ირანული ფილოლოგიის სტუდენტები სწავლის დასწყისში სწავლობენ წერა-კითხვას, ლაპარაკს, ხოლო მოგვიანებით კი სხვადასხვა თანამედროვე ირანელი ავტორის ნაწარმოებთა მაგალითზე თარგმნას. სურვილისამებრ მომავალ ირანისტებს შეუძლიათ შეისწავლონ ძველი, საშუალო და ახალსპარსული ენები და/ანდა ავესტა.

ოთხი წლის სწავლის შემდეგ სტუდენტები იღებენ ბაკლავრის დიპლომს, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ კი ისინი იცავენ დისერტაციას და იღებენ მაგისტრის დიპლომს.

ასპირანტურაში შემსვლელები სამი წელი სწავლობენ, რის შედეგადაც ისინი საკანდიდატო დისერტაციას იცავენ.

საკურსო და სადიპლომო სამუშაოები შესაძლო თემების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. თანამედროვე სპარსული/ავღანური/ტაჯიკური ლიტერატურა
  2. მსგავსება და განსხვავება სპარსულ, ტაჯიკურ და დარი ენებს შორის.
  3. ექსპერიმენტალური გამოკვლევები (სპარსულ, ტაჯიკურ, პაშტო, დარი ენების) ფონეტიკაში.
  4. ირანული/ავღანური/ტაჯიკური ფოლკლორი.
  5. თანამედროვე ირანულ ენათა მორფოლოგია.
  6. ირანული ენების ისტორიული გრამატიკა და დიაქრონია.
  7. სპარსული/ავღანური/ტაჯიკური/სომხური ლიტერატურებისისტორია.
  8. სპარსული ენის ისტორია.
  9. სპარსული/დარი/პაშტო ენების ლექსიკოლოგია.
  10. მულტიმედია უცხოური ენების სწავლების საქმეში.
  11. ფეჰლევის ლიტერატურა.
  12. სპარსული ფრაზეოლოგია.
  13. ჰაფეზის პოეზია.
  14. საადის პოეზია.
  15. ომარ ხაიამის პოეზია და ფილოსოფია.
  16. თანამედროვე სპარსული პოეზია.
  17. თანამედროვე კულტურა და ირან-ავღანეთის ენები.
  18. ფირდოუსის პოეზია.
  19. ირანის, ავღანეთისა და ტაჯიკეთის ლიტერატურების თეორიული პრობლემები.

იაპონური ფილოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონური ენის კათედრა არის აზიისა და ერთ-ერთი ყველაზე ძველი აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტში. იაპონური ფილოლოგიის კათედრა შეიქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინსტიტუტს აღმოსავლური ენების ინსტიტუტი ერქვა.

კათედრის პირველი ხელმძღვანელი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოც. ნ.გ. პაიუსოვი. წლების განმავლობაში, 1962 წლიდან 1991 წლამდე, კათედრას ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ი.ვ. გოლოვნინი, რომელმაც 7 მეცნიერებათა კანდიდატი მოამზადა, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს წარმატებით მუშაობს კათედრაზე. შემდგომ, 2008 წლამდე. კათედრას ხელმძღვანელობდა კულტუროლოგიის დოქტორი, პროფესორი, ე.ვ. მაევსკი. დღესდღეობით კათედრის ხელმძღვანელია დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული მასწავლებელი ს.ა. ბიკოვა.

კათედრა ინსტიტუტთან ერთად ვითარდებოდა, წლების განმავლობაში ვითარდებოდა, მუშავდებოდა და სრულიყოფოდა იაპონური ენის სწავლების მეთოდიკა, იქმნებოდა ახალი პროგრამები და სახელმძღვანელოები.

იაპონური ფილოლოგიის სათავეებთან იდგნენ დამსახურებული სწავლულები და მეთოდისტები, რომელთა შრომები და ნაყოფიერი მოღვაწეობა კარგად იყო ცნობილი როგორც რუსეთში, ასევე ყოფილ სსრკ-სა და მის საზღვრებს გადაღმა.

იაპონიის მთავრობის მაღალი ჯილდო მიღწევებისათვის იაპონოლოგიის განვითარებაში რგებიათ დოც. ი.ლ. იოფფეს (ლვოვა), პროფ. ი.ვ. გოლოვინს, პროფ. ვ.ს. გრივნინს, დოც. ლ.ა. სტრიჟაკს.

ი.ლ. იოფფესა და ვ.ს. გრივნინის სახელები იაპონური კულტურის თაყვანისმცემელთა ფართო წრისათვის ცნობილია არა მხოლოდ იაპონური ლიტერატურის თვალსაჩინო კვლევებით, არამედ კლასიკური და თანამედროვე იაპონური მხატვრული ლიტერატურის ბრწყინვალე თარგმანებითაც. თარგმანის საქმეს მსახურებდნე კათედრის სხვა პედაგოგ-მასწვლებლებიც. (ს.ა. ბიკოვა, ი.ვ. გოლოვნინი, ვ.ა. გრიშინა, ვ.პ. მაზურინა, ე.ვ. მაევსკი, ა.გ. რიაბკინი., ა.რ. სადოკოვა, ე.ვ. სტრუგოვა, ნ.ს. შეფტელევიჩი და სხვები)

იაპონური ფილოლოგიის კათედრა არა მხოლოდ უზრუნველყოფს ინსტიტუტის ყველა არსებულ სპეციალიზაციაზე იაპონური ენის საფუძვლიან შესწავლას, არამედ აქტიურადაა ჩაბმული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაშიც ლინგვისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, კულტუროლოგიისა და ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულებათა მიხედვით.

კათედრაზე შეიქმნა და გამოიცა წიგნები, რომლებიც დღეს, გარკვეული თვალსაზრისით, დარგის კლასიკადაა მიჩნეული. ასეთ წიგნებს შორისაა კათედრაზე მოღვაწე ავტორთა ჯგუფის მიერ გამოცემული „იაპონური ენის სახელმძღვანელო“, „იაპონური ენა დამწყებთათვის“, ძველი იაპონური ენის „ბუნგოს“ სახელმძღვანელო, ზეპირი თარგმანის დამხმარე სახელმძღვანელოები, აგრეთვე სამეცნიერო სტატიები, ორენოვანი (იაპონურ-რუსული და რუსულ-იაპონური) ლექსიკონები, მონოგრაფიები იაპონურ დიალექტოლოგიაში.

მრავალი ათწლეულის განმავლობაში კათედრამ მოამზადა ასეულობით იაპონოლოგი, რომლებიც სხვადასხვა დარგებში არიან დაკავებული. მოსკოვის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი იაპონოლოგიის კურსდამთავრებულთა შორის არიან ცნობილი რუსი, და არა მხოლოდ რუსი ეროვნების, არამედ ყოფილი სსრ კავშირის არაერთი რესპუბლიკიდან გამოსული მეცნიერები, მასწავლებლები, დიპლომატები, სინქრონისტ-თარჯიმნები.

ინდური ფილოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდური ფილოლოგიის კათედრა 1956 წლიდან ფუნქციონირებს. დღესდღეობით კათედრაზე 11 კაცი მუშაობს, რომელთაგან 2 პროფესორი, 3 მეცნიერებათა კანდიდატია, ხოლო დანარჩენი კი დოცენტები.

  • საკუთრივ ენებს ტრადიციისამებრ ენათმეცნიერების დარგის სპეციალისტები ასწავლიან.
  • ლიტერატურათმცოდნე-მასწავლებლები (ასეთი სულ ოთხია კათედრაზე) კითხულობენ ზოგად, თეორიულ და სპეციალურ კურსებს ინდოეთის ლიტერატურების ისტორიაზე.

გასული წლების განმავლობაში ინდოეთის ენებისა და ლიტერატურების ასობით სპეციალისტი მოამზადა. ძირითადი შესასწავლი ენები ჰინდი, ურდუ და ტამილური ენები. დამატებით, ზოგადი პროგრამის ფარგლებში, ან საგანგებოდ გამოყოფილ საათებში აგრეთვე ისწავლება ისეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციის ენები, როგორიცაა ბენგალური, პალი, სანსკრიტი, პანჯაბი, მარათჰი.

ყოველწლიურად იკრიბება ყველაზე მცირე 7-8 სტუდენტისაგან შემდგარი ერთი ჯგუფი მაინც, რომელთა ნახევარს ფილოლოგები შეადგენენ.

კათედრის ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბ.ა. ზახარინი, რომლის მეთაურობითაც 20 წელზე მეტია აქტიური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ტარდება (უპირველეს ძველინდური) ენათმეცნიერების, სანსკრიტის გრამატიკის, ინდური ენების ტიპოლოგიაში.

პირველად ინსტიტუტის ისტორიაში პროფ. ბ.ა. ზახარინის მიერ მომზადდა და იკითხება თეორიული და სპეციალური კურსები კლასიკური ინდოეთის ლინგვისტური აზრის ისტორიის შესახებ.

ჩინური ფილოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქული ფილოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქული ფილოლოგიის კათედრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობდა 1956 წლამდე, სადაც იგი ფილოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი შემადგენელი იყო.

დღესდღეობით კათედრა წარმატებით აგრძელებს რუსული ფილოლოგიის დიდ ტრადიციებს, რომლებიც 70-80-იან წლებში ლამის დაიკარგა, როდესაც გაჩნდა გარკვეული სახის დივერგენცია ერთი მხრივ თურქეთისა და თურქული ენის შესწავლას, ხოლო მეორე მხრივ კი სსრკ-ს თურქულ ენების შესწავლას შორის.

თურქოლოგიური კვლევების გაფართოება და საერთოდ, ენათმეცნიერულ კვლევათა სათანადო დონეზე წარმოების სურვილმა დღის წესრიგში დააყენა ისეთი აუცილობლობები, როგორიცაა რამდენიმე თურქული ენის შესწავლა, ამ ენათა შედარებითი გრამატიკის მოდერნიზება, ძველთურქულ და ძველ ოსმალურ სადამწერლობო, ან წერილობით ძეგლებზე მიძღვნილი სპეციალური კურსების ორგანიზება.

სტუდენტები, რომლებიც თურქული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ეკონომიკის რომელიმე დარგში სპეციალდებიან, გარდა თურქულისა, შეისწავლიან სხვა თურქულ ენებს, რომელთა შორისაა თურქმენული, უზბეკური, აზერბაიჯანული. ოსმალურ ენა სწავლობენ ის სტუდენტები, რომლებიც მიზნად ისახავენ საუნივერსიტეტო განათლების მიღება თურქული ფილოლოგიისა და ისტორიის განხრით.

სტუდენტები სწავლობენ სასაუბრო ენას, წერას და თარგმნას თანამედროვე თურქულენოვან ავტორთა ნაწარმოებების მაგალითზე. ბაკალავრის დიპლომის მისაღებად სტუდენტები 4 წელი სწავლობენ, შემდგომ ისინი 2 წელი სწავლობენ მაგისტრის დიპლომის მოსაპოვებლად. ორივე საფეხურის, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მოსაპოვებლად აუცილებელია როგორც მისაღები, ასევე დასასრულებელი გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოპოვების მსურველ თურქოლოგიის კურსდამთავრებულები საჭიროებენ მომდევნო 3 წელს მოსამზადებლად.

კვლევები შესაძლო მიმართულებების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. თეორიული გრამატიკა.
  2. თურქული ენის ლექსიკოლოგია.
  3. თურქული ენის ისტორიული გრამატიკა.
  4. ოსმალური ენის თავისებურებები.
  5. ზოგადი თურქოლოგიის პრობლემები.
  6. თურქოლოგიის ისტორია.
  7. თურქულ ენათა შედარებითი ისტორიული გრამატიკა ორჰონ-ენესეისეული და ძველუიღურული ძეგლები.
  8. თურქული დიალექტოლოგია.
  9. სასაუბრო ენის თეორია და მისი გამოყენება თურქულ სასაუბრო მეტყველებაში.
  10. თურქული ფონეტიკისა და თურქული მეტყველების ექსპერიმენტალური შესწავლა.
  11. თურქული ინტონაცია.
  12. ისტორიული ლიტერატურული ტიპოლოგიის პრობლემები.
  13. თურქული ლიტერატურის ისტორია.
  14. თურქული ფოლკლორი და თურქული ლიტერატურა.
  15. ხალხური დრამა და მის ჟანრების თავისებურებანი.
  16. თარგმანის თეორია და პრაქტიკა.
თურქული ფილოლოგიის კათედრის სამაგისტრო პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. თურქულ ენათა გრამატიკული თეორია.
  2. თურქულ ენათა ისტორია.
  3. თურქულ ენათა ექსპერიმენტალური ფონეტიკა.
  4. თურქულენოვან ლიტერატურათა ისტორია და თეორია.
  5. თურქული ფოლკლორი.
  6. თარგმანის თეორია პრაქტიკა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, მონღოლეთისა და კორეის ფილოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათედრა არსებობს 1956 წლიდან. აქ ეწეოდნენ კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ცნობილი რუსი მეცნიერები იუ.ნ. მაზური. გ.დ. სანჟეევი, იუ. ა. გორგონიევი, ა.პ. როგაჩოვი, ა.ნ. სიტნოკოვი, ინდონეზიელი პროფესორები - მწერალი უ.ტ. სანტანი, მასწავლებელი შაჰრულ შარიფი, ნანი სურატნი პარდედე და სხვ.

დღესდღეობით კათედრა შედგება 8 ფილოლოგიური განყოფილებისაგან:

  1. ვიეტნამური ენის ფილოლოგია. (ვ.ვ. რემარჩუკი, ა.პ. შილტოვა, ტ.ნ. ფილომონოვა, იუ.ბ. მაკაროვა, ვ.გ. ნუშელი)
  2. ლაოს-ტაის ენების ფილოლოგია. (ვ.გ. ბელოგორცევი, მ.ფ. ფომიჩევა, ი.ნ. ლიპილინა)
  3. ქჰმერული ენის ფილოლოგია. (ი.ნ. შმელიოვა)
  4. ბირმული ენის ფილოლოგია. (ო.ა. ტიმოფეევა, ჩენ ირი)
  5. მალაიურ-ინდონეზიური ენების ფილოლოგია. (ლ.ნ. დემიდიუკი, ტ.ვ. დოროფეევა, ნ.მ. სმუროვა, უზჰარა ოვალი, ვ.ა. პოგადეევი, ს.ა. შაპოშნიკოვა)
  6. ფილიპინური ენის ფილოლოგია. (ვ.ა. მაკარენკო, ე.გ. ფროლოვა)
  7. კორეული ენის ფილოლოგია. (ი.ლ. კასატკინა, ვ.ე. პენტიუხოვა, ა.ჰ. ინი, ჩუნ ინ სუნი.)
კათედრის ამოცანებად დეკლარირებულია:
  • შორეული აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რიგი ნაციონალური ენებისა და ლიტერატურების სამეცნიერო კვლევა და სტუდენტებისადმი (სპეციალისტებისადმი, ბაკალავრიატის მსმენელებისადმი, მაგისტრანტებისადმი) შესაბამისი დისციპლინების სწავლება.
  • შესასწავლი ენების სახელმძღვანელოების და სასწავლო დამხმარე საშუალებების შექმნა და ამ ენათა პრაქტიკული სწავლება მომავალი ფილოლოგებისადმი, ისტორიკოსებისადმი, ეკონომისტებისადმი და პოლიტოლოგებისადმი.

კათედრის შემადგენლობაში შედის კორეული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, მალაიური და ინდონეზიური ფილოლოგიების კაბინეტი.

სტუდენტები, რომლებსაც კლასიკური აღმოსავლეთმცოდნეობის საწყისების დაუფლება სურთ, შემდეგ დისციპლინებს შეისწავლიან ჩინური იეროგლიფიკური დამწერლობა, ძველი მონღოლური დამწერლობა, სანსკრიტი, პალი, იავური ენა, ტიბეტური ენა.

უცხოელებისათვის ხდება რუსული ენის კურსების ორგანიზება.

კათედრა არის თანადამფუძნებელი ისაას ვიეტნამოლოგიური ცენტრისა და საზოგადოება "ნუსანტარასი".

კათედრას ხელმძღვანელობს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ევგენია ს. კუკუშკინა.

დასავლეთევროპულ ენათა ფილოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთევროპულ ენათა ფილოლოგიის კათედრა შეიქმნა 1956 წელს, - აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის შექმნის წელს.

კათედრის პირველი ხელმძღვანელები წლების მიხედვით:
  • 1956-1963 წწ. - ბორის ნ. აქსიენკო.
  • 1963-1988 წწ. - ვიქტორ ვ. პრეობრაჟენსკი.
  • 1971-1973 წწ. - ლიუდმილა ვ. ბოგაევა. (მოვალეობის შემსრულებელი)
  • 1988-1990 წწ. - გალინა ო. შატალინა.
  • 1990-2005 წწ. - ნატალია ს. სმირნოვა.
  • 2005 წლიდან მარინა ვლ. ვორონცოვა.

ი-ეს-ა-ას ისტორიის განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლო და შუა აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის ისტორიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ აზიის ისტორიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შორეული აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისტორიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიის ისტორიისა და კულტურის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ი-ეს-ა-ას სოციალურ-ეკონომიკური განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკისა და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთის პოლიტოლოგიის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ი-ეს-ა-ას კომპლექსური შესწავლის განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკანისტიკის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკანისტიკის კათედრის საქმიანობას სათავე დაედო 1960 წელს, როდესაც ჩამოყალიბდა სტუდენტ-აფრიკანისტთა პირველი ჯგუფი. არსებითად ეს იყო დასაბამი მოსკოვის უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ფარგლებში აფრიკის ხალხთა ენებისა და ლიტერატურების, ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის, პოლიტიკის, სოციოლოგიური პრობლემების ფართო და სისტემატიური შესწავლისა და კვლევის. კათედრის გახსნა დაემთხვა აფრიკის ქვეყნების მასობრივი გათავისუფლების წელს კოლონიალიზმისაგან, რის გამოც 1960 წელს „აფრიკის წელიწადსაც“ კი უწოდებდნენ.

კათედრის ამოცანა წარმოადგენს სპეციალისტი-აფრიკანისტების მომზადება, აგრეთვე რუსეთსა და აფრიკას შორის კულტურული და საქმიანი ურთიერთობის განმტკიცება.

კათედრაზე ასწავლიან პროფესორები, რომლებიც თავიანთ სფეროებში წამყვან პოზიციებს იჭერენ, ისეთები, როგორიცააა ე.ს. ლვოვა და ა.ს. ბალეზინი, მათ სწავლების ისტორიული ბლოკი მიჰყავთ, ან ნ.ვ. გრომოვა და ვ.ია. პორხომოვსკი, რომლებიც ლინგვისტიკურ კურსებს კითხულობენ. კათედრის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც კათედრაზე დასპეციალდნენ და გაიზარდნენ, და დღეს უკვე ცნობლინი არიან სამეცნიერო სამყაროში.

კათედრის ხელმძღვანელი ნ.ვ. გრომოვა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, მსოფლიო სახელის მეცნიერი, რიგი მონოგრაფიებისა და ლექსიკონების ავტორი.

არსებობის დღიდან კათედრამ გამოუშვა 300 სპეციალისტი, რომელთაც საპასუხიმგებლო პოსტები უკავიათ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში. მათ შორისაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების უფროსი მუშაკები, რიგი კომერციული სტრუქტურების ვიცე-პრეზიდენტები, ელჩები და რუსეთის ფედერაციის ელჩები და თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ არამარტო აფრიკის სახელმწიფოებში, არამედ დსთ-ს, ევროპის და ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფოებში. რუსი აფრიკანისტები მუშაობენ მთარგმნელებად და თარჯიმნებად, რედატორებად, რეფერენტებად და მასწავლებლებად რუსეთის, აშშ-ს, კანადის, საფრანგეთისა და ა.შ. ცნობილ ჟურნალისტებს შორისა არის აფრიკანიტისკის არაერთი კურსდამთავრებული.

ინსტიტუტის სხვა დარგების სტუდენტების დარად მომავალი აფრიკანისტებიც ჰუმანიტარული დისციპლინების ფართო სპექტრს შეისწავლიან. შესასწავლ საგნებს შორის არის ზოგადი ენათმეცნიერება, მსოფლიო ქვეყნების ისტორია, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ლიტერატურების ისტორია და ა.შ. კათედრაზე სწავლება კომპლექსური ხასიათისაა. იგი უზრუნველყოფს აფრიკული ენების, ლიტერატურებისა და ისტორიული დისციპლინების სწავლებას.

არსებობის დღიდან დღემდე აფრიკანისტიკის კათედრაზე ძირითად ენა შეისწავლიდნენ აფრიკის კონტინენტის 10 დიდ ენას. დღესდღეობით კათედრაზე ისწავლება შემდეგი ენები:

  1. სუაჰილი (მასწავლებელი ნ.ვ. გრომოვა, ნ.გ.ფიოდოროვა),
  2. ამჰარული (მასწავლებელი ს.ლ. კრავჩენკო),
  3. ჰაუსა (მასწავლებელი იუ.გ. სუეტინა),
  4. აფრიკაანსი (მასწავლებელი მ.რ. ურბი).

დამატებითი ენის სახით სტუდენტები შეისწავლიან ზულუს, სუაჰილის, არაბულს და ორომოს, ფაკულტატიური სახისაა გერმანული, ფრანგული და სხვა ევროპული ენების შესწავლა.

კათედრა იძლევა შესასწავლი ენის კარგ პრაქტიკულ ცოდნას. ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ევროპულ ენებთან ერთად თავისუფლად ფლობენ ერთ, ან ორ აფრიკულ ენას, რაც მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ევროპელი და აფრიკელი მეცნიერების ლექციები.

კათედრის სტუდენტები სამი განხრით სპეციალდებიან ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და ისტორია.

სპეციალიზაციის მიუხედავად სტუდენტები იღებენ ცოდნას აფრიკის კონტინენტის, მისი ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის, ეკონომიკის, ლიტერატურის და ისტორიის დარგში.

კათედრა ამზადებს ბაკალავრებს, მაგისტრებს და მეცნიერებათა კანდიდატებს. რუსი აფრიკანისტები თავიანთ ნაშრომებში განსაკუთრებულ ადგილს უთმობენ თვითონ აფრიკელ მეცნიერთა ციტირებადობას, ადგილობრივი ქრონიკების მასალებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს. შრომების თემატიკა მოიცავს იმ ქვეყნებს, რომელთა ენებსაც ასწავლიან კათედრაზე, - ანგოლა, ზიმბაბვე, ბოტსვანა, ნამიბია, მავრიკია, სეიშელისა და კომორის კუნძულები, მოზამბიკი, რუანდა, სენეგალი, სომალი, უგანდა და ა.შ.. კათედრამ მოამზადა 50 მეცნიერებათა კანდიდატი და 15 მეცნიერებათ დოქტორი.

იუდაიკის კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინსტიტუტი სტუდენტებს იუდაიკის მიმართულებითაც განათლების სამი განხრით (აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, აღმოსავლეთის ქვეყნების ფილოლოგია, აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკა) მიღების საშუალებას აძლევს. იუდაიკის ჩარჩოებში უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს ებრაელთა ისტორიას, ებრაულ ენებს და ლიტერატურებს, აგრეთვე ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკას.

კათედრის ამოცანაა მოამზადოს ებრაული ენის, ებრაული კულტურის მცოდნე კადრები რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყებებისა და ებრაული სათვისტომოებისათვის, კომერციული ორგანიზაციებისა და ინფორმაციის მასობრივი საშუალებებისათვის, გამოზარდოს მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერები და პედაგოგები.

კათედრაზე დროგამოშვებით იწვევენ მასწავლებლებს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან, აგერთვე ინსტიტუტის სტუდენტებსაც ეძლევათ საშუალება სტაჟირება გაიარონ იერუსალიმში.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების კათედრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების კათედრა წარმოადგენს მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მთავარ სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ქვეგანყოფილებას.

კათედრა ამზადებს კვალიფიცირებულ სპეციალისტებს, რომლებიც ფლობენ ცოდნას ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონების ისტორიისა და ენის, ლიტერატურის და კულტურის დარგებში, თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემატიკაში.

კათედრის პირველი ხელმძღვანელი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟიბეკ საფარბეკის ასული სიზდიკოვა.

კათედრაზე დაარსების დღიდანვე ისწავლება აზერბაიჯანული, თურქმენული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, ქართული და ყაზახური ენები, როგორც ძირითადი აღმოსავლური ენა, ანდა მეორე (აღმოსავლური) ენა.

შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების კათედრის მუშაობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებას ისტორიულ და ეთნოლოგიურ, პოლიტოლოგიურ და ფილოლოგიურ დისციპლინებში. კათედრის მიღწევად ითვლება შესასწავლი რეგიონების ენათა აკადემიური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა.

კათედრა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების ჩაბმას სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.

კათედრის სპეციალური კურსების პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ცენტრალური აზიის თურქულენოვანი სახელმწიფოები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში. (სიზდიკოვა ჟ.ს.)
  2. ცენტრალური ევრაზიის მომთაბარე იმპერიები. (ფურსოვი კ.ა.)
  3. ცენტრალური აზია საერთაშორისო ურთიერთობებში XVIIIXX საუკუნის დასაწყისში. (ვასილიევი, ა.დ., შლიკოვი, ა.დ.)
  4. აზერბაიჯანი XVIII-XIX საუკუნეების საერთაშორისო ურთიერთობებში. (განიჩი ა.ა.)
  5. კავკასიის გეოპოლიტიკა. (განიჩი, ა.ა., სიზდიკოვა, ჟ.ს.)
  6. ისლამი კავკასიაში. (განიჩი, ა.ა., სიზდიკოვა ჟ.ს.)
  7. დიდი ახლო აღმოსავლეთი თანამედროვე პოლიტიკაში. (სიზდიკოვა, ჟ.ს., ფურსოვი, კ.ა.)
  8. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი. (სიზდიკოვა, ჟ.ს.)
  9. თურქულენოვან ხალხთა კულტურის ისტორია ისლამამდელ პერიოდში. (კიზლისოვი, ი.ლ.)
  10. ჩრდილოკავკასიური დიასპორის ისტორია საზღვარგარეთ. (თურქეთის, სირიისა და იორდანიის მაგალითზე) (განიჩი ა.ა.)
  11. საზოგადეობრივ-პოლიტიკური პროცესებში კავკასიაში. (მარკედონოვი, ს.მ.)
  12. აღმოსავლეთ კავკასიის ისტორია და ეთნოგრაფია. (ბობროვნიკოვი, ვ.ო.)
  13. თანამედროვე ეთნო-სოციო-კულტურული პროცესები ცენტრალური აზიის რეგიონის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. (კულეშოვი, ნ.ს.)

ი-ეს-ა-ას დირექტორები (რექტორები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის (რუსული აბრევიაციით ИСАА-ს, ქართულად [ი-ეს-ა-ა]) დირექტორების სია-ჩამონათვალი მათი ხელმძღვანელობის წლების მიხედვით:

  • სმირნოვი, ნ. ა. (19561958)
  • კოვალიოვი, ა. ა. (19581975)
  • ახრამოვიჩი, რ. ტ. (19751989)
  • მელიქსეტოვი, ა. ბ. (19891994)
  • მეიერი, მ. ს. (1994)

ი-ეს-ა-ას ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი — მეიერი, მიხაილი სერაფიმოვიჩი.

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეები:

  • სამეცნიერო მუშაობის დარგში — გეველინგი, ლეონიდ ვლადმიროვოჩი.
  • სასწავლო მუშაობის დარგში — ბელოგორცევი, ვ. გ..
  • საერთაშორისო კავშირების დარგში — სოლოდოვნიკი, დ. მ..
  • ადმინისტრაციულ-სამეურნეო მუშაობის დარგში — შიფრინი, ო. ბ..

აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ცნობილი კურსდამთავრებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკუნინი, ბორისი - იაპონოლოგი.
  • ბრაგინსკი, ვლადიმირ იოსიფოვიჩი - მალაისტი.
  • ჟირინოვსკი, ვლადიმირ ვოლფოვიჩი.
  • კარასინი, გრიგორი ბორისოვიჩი.
  • მარგელოვი, მიხაილ ვიტალიევიჩი.
  • პავლენკო, ანდრეი პეტროვიჩი - ლინგვისტი და ლექსიკოგრაფი.
  • პოსუვალიუკი, ვიქტორ ვიქტოროვიჩი.
  • სიმონოვი, ალექსეი კირილოვიჩი - გარდაქმნის დაცვის ფონდის პრეზიდენტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]