კირა მურატოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირა მურატოვა

კირა მურატოვა 2006 წელს
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1934
სოროკი, რუმინეთის სამეფო (დღევანდელი მოლდოვა)
გარდაცვალების თარიღი 6 ივნისი, 2018 (83 წლის)
ოდესა, უკრაინა
სხვა სახელები კირა გეორგიევნა კოროტკოვა
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა კინორეჟისორი
სცენარისტი
აქტიური 1961-2018

კირა გეორგიევნა მურატოვა (უკრ. Кіра Георгіївна Мура́това; ქალიშვილობის გვარი კოროტკოვა; დ. 5 ნოემბერი, 1934 — გ. 6 ივნისი, 2018[1][2]) — საბჭოთა და უკრაინელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. ცნობილია უჩვეულო სარეჟისორო სტილით. მურატოვამ კარიერის დიდი ნაწილი ოდესაში გაატარა, სადაც ფილმებს ადგილობრივ სტუდიებთან და ძირითადად ადგილობრივ მსახიობებთან ერთად იღებდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირა კოროტკოვა 1934 წლის 5 ნოემბერს, სოროკში, რუმინეთში (დღევანდელი მოლდოვა) დაიბადა. მამამისი რუსი,[3] ხოლო დედა - რუმინელი იყო.[4][5] მშობლები კომუნისტები იყვნენ და რუმინეთის კომუნისტური პარტიის რიგებშიც ირიცხებოდნენ. მამამისი, იური კოროტკოვი მეორე მსოფლიო ომის დროს მოლდოვის ანტიფაშისტურ პარტიზანულ მოძრაობაში იყო ჩართული. რუმინეთის სამხედრო ძალებმა იგი დააკავეს და დაკითხვის შემდეგ დახვრიტეს. ომის შემდეგ კირა ბუქარესტში დედასთან ერთად ცხოვრობდა.

1959 წელს მურატოვამ მოსკოვში კინემატოგრაფიის გერასიმოვის ინსტიტუტი დაამთავრა, სარეჟისორო მიმართულებით. სწავლის დასრულების შმდეგ კოროტკოვამ ოდესაში კინოსტუდიაში რეჟისორის თანამდებობა მიიღო. მისი პირველი პროფესიონალური ფილმი 1961 წელს გადაიღო და სტუდიასთან 1978 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგად ლენინგრადში გადასახლება მოუწია. აქ მან Киностудия Ленфильм-ში დაიწყო მუშაობა და ერთი ფილმი გადაიღო, რის შემდეგაც კვლავ ოდესაში დაბრუნდა. მურატოვას ფილმები მუდმივად საბჭოთა ცენზურის ქვეშ იყო, რადგანაც იდიოსინკრატული კინოენა სოციალისტური რეალიზმის ნორმებს არ შეესაბამებოდა. კინომკვლევარი ისა ვილინგერი მურატოვას კინომატოგრაფიულ ფორმას საბჭოთა ავანგარდისტულ სტილს ადარებდა, განსაკუთრებით ეიზენშტეინის მონტაჟს.[6] მურატოვას ხშირად უკრძალავდნენ რეჟისორად მუშაობას.

1960-იან წლებში კირა ოდესის სტუდიის რეჟისორზე, ალეკსანდრ მურატოვზე დაქორწინდა და შემდეგში მასთან ერთად რამდენიმე ფილმზეც იმუშავა. წყვილს ქალიშვილი, მარიანა შეეძინა, თუმცა მალე დაშორდნენ და მურატოვა კიევში გადავიდა, სადაც დოვჟენკოს კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა. მურატოვამ ყოფილი ქმრის გვარი დაიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგში ლენინგრადელ მხატვარსა და დიზაინერზე, ევგენი გოლუბენკოზე იქორწინა.

პოსტსაბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იაი წლებიდან მურატოვასთვის ძალიან ნაყოფიერი პერიოდი დაიწყო. ორ-სამ წელიწადში ერთხელ იგი სრულმეტრაჟიან ფილმებს იღებდა და ხშირად ერთსა და იმავე მსახიობებთან და ჯგუფის წევრებთან მუშაობდა. მურატოვამ რენატა ლიტვინოვა და ნატალია ბუზკო მიყოლებით დაიქირავა. მისი ფილმები ჩვეულებრივ უკრაინის ან რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ნაწარმი იყო. მურატოვას ფილმები რუსულენოვანია. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი უკრაინულ ენაზე საუბრობდა, თუმცა უკრაინული კინოს უკრაინიზაციას არ ისახავდა მიზნად.[7]

2014 წელს მურატოვა მხარს უჭერდა ევრომაიდანზე გამართულ საპროტესტო გამოსვლებსა და რევოლუციას.[6]

მურატოვას ფილმების პრემიერა კანში, ბერლინში, მოსკოვში, რომში, ვენეციასა და სხვა ქალაქებში საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა. ალექსანდრე სოკუროვის შემდეგ იგი ყველაზე იდიოსინკრატულ თანამედროვე რუსულენოვან კინორეჟისორად მიიჩნევა. ნამუშევრები პოსტმოდერნულ, ეკლექტიკურ, პაროდიულ, წყვეტილ თხრობასა და ინტენსიურ ვიზუალურ და ხმის სტიმულებს შეიცავს.[6]

აღიარება და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურატოვამ აღიარება და პირველი ჯილდოები პერესტროიკის დროს მოიპოვა. 1988 წელს საფრანგეთში გამართულ ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი ნამუშევრების პირველი რეტროსპექტივა აჩვენეს. 1988 წლის კანის კინოფესტივალზე მურატოვას ფილმი „ნაცრისფერ ქვებს შორის“ Un Certain Regard სექციაში აჩვენეს.[8] 1990 წელს ფილმმა „სისუსტის სინდრომი“ ბერლინალეზე ჟიურის გრანპრი მოიპოვა.[9] 1994 წელს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (შვეიცარია) მურატოვას ღირსების ლეოპარდი გადაეცა. 2000 წელს რეჟისორს ანდრეი ვარდას თავისუფლების პრემია მიენიჭა.[6] 1997 წელს ფილმი „სამი ამბავი“ ბერლინის 47-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.[10] 2002 წელს „ჩეხოვის მოტივები“ მოსკოვის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.[11] ფილმ „ტიუნერის“ ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე (2004) გაიმართა. 1991, 1995, 2005, 2007, 2009 და 2013 წლებში მურატოვას ფილმებმა კინოპრემია „ნიკა“ დაიმსახურა. 2005 წელს ნიუ-იორკში, ლინკოლნის ცენტრში მურატოვას რეტროსპექტივა მოეწყო. 2013 წელს მურატოვას ფილმების სრული რეტროსპექტივა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.[12]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურატოვას პირადი მასტერკლასი ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2010 წელს
წელი სათაური (ორიგინალური) სათაური (ქართული) რეჟისორი სცენარისტი მსახიობი შენიშვნები
1961 У Крутого Яра ციცაბო ხეობაში დიახ დიახ ალეკსანდრ მურატოვთან ერთად
1964 Наш честный хлеб ჩვენი პატიოსანი პური დიახ აგაპა ალეკსანდრ მურატოვთან ერთად
1967 Короткие встречи მოკლე შეხვედრები დიახ დიახ ვალენტინა ივანოვნა
1971 Долгие проводы ხანგრძლივი დამშვიდობება დიახ
1972 Россия რუსეთი დოკუმენტური; თეოდორე ჰოლკომბთან ერთად
1978 Познавая белый свет თეთრი ნათების შეცნობა დიახ დიახ
1983 Среди серых камней ნაცრისფერ ქვებს შორის დიახ
1987 Перемена участи ბედის ცვლილება დიახ დიახ
1989 Астенический синдром სისუსტის სინდრომი დიახ დიახ
1992 Чувствительный милиционер სენტიმენტალური პოლიციელი დიახ დიახ
1994 Увлеченья მისწრაფებები დიახ
1997 Три истории სამი ამბავი დიახ
1999 Письмо в Америку წერილი ამერიკაში დიახ მოკლემეტრაჟიანი
2001 Второстепенные люди მეორადი ადამიანები დიახ დიახ
2002 Чеховские мотивы ჩეხოვის მოტივები დიახ დიახ
2004 Настройщик ტიუნერი დიახ დიახ
2005 Справка შემოწმება დიახ მოკლემეტრაჟიანი
2006 Кукла სათამაშო დიახ მოკლემეტრაჟიანი
2007 Два в одном ორი ერთში დიახ
2009 Мелодия для шарманки მელოდია ქუჩის ორღანისთვის დიახ დიახ
2012 Вечное возвращение. Кастинг სამუდამო დაბრუნება: ქასთინგი დიახ დიახ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Donin [Донин, К. А.]. Кадр за кадром: Кира Муратова. Хроника одного фильма. К.: ООО «Атлант-ЮЭмСи», 2007. 119 с. ISBN 978-966-8968-11-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Умерла Кира Муратова
  2. Kira Muratova, Renowned Ukrainian Director, Dies at 83
  3. Jonathan Rosenbaum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-11. ციტირების თარიღი: 2021-02-23.
  4. Illegal Communist Movement in Prewar Romania: Natalia Reznic Korotkova (1906–1981).
  5. Viața și moartea unui comunist basarabean Iuri Korotkov, tatăl Kirei Muratova
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Willinger, Isa (2013): "Circus Tricks and Eisenstein's 'Montage of Attractions': Traces of the Russian Film-Avant-garde in Muratova's Oeuvre".. ციტირების თარიღი: 2015-01-09
  7. Більше читайте тут: https://tsn.ua/glamur/rezhiser-kira-muratova-ya-na-boci-cogo-narodu-ya-z-maydanom-341183.html
  8. Festival de Cannes: Among Grey Stones. festival-cannes.com. ციტირების თარიღი: 2009-07-31
  9. Berlinale: 1990 Prize Winners. berlinale.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-24. ციტირების თარიღი: 2011-03-16
  10. Berlinale: 1997 Programme. berlinale.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-11. ციტირების თარიღი: 2012-01-14
  11. 24th Moscow International Film Festival (2002). MIFF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-28. ციტირების თარიღი: 2013-03-31
  12. Tempelman, Olaf (January 2013). „Voor alles en iedereen ongrijpbaar“. De Volkskrant (ნიდერლანდური) (International Film Festival Rotterdam). p. 12.