ალექსანდრე სოკუროვი
ალექსანდრე სოკუროვი | |
---|---|
ალექსანდრე სოკუროვი | |
დაბადების სახელი | ალექსანდრე სოკუროვი |
დაბადების თარიღი |
14 ივნისი 1951 პოდორვიხა, ირკუტსკის ოლქი |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1975–დღემდე |
ალექსანდრე სოკუროვი (რუს. Александр Николаевич Сокуров; დ. 14 ივნისი 1951, სოფელი პოდორვიხა, ირკუტსკის ოლქი) — რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი. რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1997).[1] რუსეთის სახალხო არტისტი (2004).[2] 2011 წელს სოკუროვმა გადაიღო კინოფილმი „ფაუსტი“, რომლის პრემიერა გაიმართა იტალიაში 2011 წლის 8 სექტემბერს.[3]
ალექსანდრე სოკუროვი დაიბადა 1951 წლის 14 ივნისს, ირკუტსკის ოლქის სოფელ პოდორვიხაში. 1968 წელს ჩააბარა გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა გორკის ტელევიზიის რედაქციაში, სადაც 19 წლის ასაკში პირველად გამოუშვა სატელივიზიო პროგრამები. 1974 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა. 1975 წელს ჩააბარა გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. კარგი სწავლისთვის სოკუროვს მიენიჭა სერგეი ეიზენშტეინის სტიპენდია. ამავე პერიოდში სოკუროვმა გაიცნო სცენარისტი იური არამოვი. სოკუროვის ფილმი „სევდიანი გულგრილობა“ 1987 წელს ბერლინის კინოფესტივალზე ნომინირებული იყო ოქროს დათვის ჯილდოზე. ალექსანდრე სოკუროვი 43-ჯერ არის ნომინირებული სხვადასხვა პრესტიჟულ კინოკონკურსის პრიზებზე, რომელთაგან 26-ჯერ ხვდა წილად მოგება.[4]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადამიანის მარტოხელა ხმა (Одинокий голос человека, 1978–1987)
- დამცირება (Разжалованный, 1980)
- სევდიანი გულგრილობა (Скорбное бесчувствие, 1983–1987)
- ამპირი (Ампир, 1986)
- დაბნელების დღეები (Дни затмения, 1988)
- გადაარჩინე და შეინახე (Спаси и сохрани, 1989)
- მეორე წრე (Круг второй, 1990)
- ქვა (Камень, 1992)
- დამშვიდებული გვერდები (Тихие страницы, 1993)
- დედა და შვილი (Мать и сын, 1997)
- მოლოხი (Молох, 1999)
- კურო (Телец, 2000)
- რუსული კიდობანი (Русский ковчег, 2002)
- მამა და შვილი (Отец и сын, 2003)
- მზე (Солнце, 2004)
- ალექსანდრა (Александра, 2007)
- ფაუსტი (Фауст, 2011)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსანდრე სოკუროვი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- სოკუროვის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-01-01 საიტზე Wayback Machine.
- The Island of Sokurov დაარქივებული 2011-08-21 საიტზე Wayback Machine. Stephen M. Norris, Russia Beyond the Headlines, 23 December 2009
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Почётное звание присвоено указом президента России № 539 от 30 мая 1997 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-10. ციტირების თარიღი: 2011-09-25.
- ↑ Почётное звание присвоено указом президента России № 131 от 2 февраля 2004 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2011-09-25.
- ↑ Faust – Aleksander Sokurov. labiennale.org. Venice Biennale. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2011-09-07.
- ↑ Лист наград и номинаций режиссёра на IMDb