შინაარსზე გადასვლა

ანიმაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანიმაციური ფილმი)

ეს ანიმაცია მოძრაობს შედგება 6 კადრისგან

ეს ანიმაცია მოძრაობს წამში 10 კადრის სიჩქარით.

12 კადრი/წამში ტიპური სიჩქარეა ანიმაციური ფილმისათვის

ანიმაცია, ასევე მულტიპლიკაცია (ლათ. multiplicatio - გამრავლება) — სტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმნილი მოძრაობის ოპტიკური ილუზია. კინოპროდუქციაში ანიმაციის სახელით ცნობილია ტექნიკა რომლის დროსაც ფილმის თითოეული კადრი იქმნება ინდივიდუალურად. ეს კადრები შეიძლება იქმნებოდეს კომპიუტერის, ნახატი გამოსახულებების ფოტოგრაფირების ან სანიმუშო ერთეულისთვის განმეორებითი მცირე ცვლილებების გაკეთებისა და შედეგის სპეციალური ანიმაციური კამერით გადაღების საშუალებით.

გრაფიკული ანიმაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი მხატვარი - კარიკატურისტი ემილ კოლი. 1908 წლის 17 აგვისტოს პარიზში პირველად აჩვენეს მისი ნახატი ფილმი „ფანტასმაგორია“, რომელშიც კოლმა ანიმაციური (კადრობრივი) გადაღების გამოყენებით „გააცოცხლა“ (აამოძრავა) თავისი ნახატი მოთხრობების პერსონაჟები.

თოჯინური, მოცულობითი ანიმაციის პიონერად ითვლება რუსი მხატვარი და ოპერატორი ვ. სტარევიჩი, რომელმაც მრავალი საინტერესო თოჯინური ფილმი გადაიღო: „მშვენიერი ლიუკანიდა“, „კინოოპერატორის შურისძიება“ (ორივე 1912), „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ (1913) და სხვა.

20-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძირითადად ექსპერიმენტული, უფრო ხშირად აბსტრაქტული ანიმაციური ფილმები იქმნებოდა. დიდი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში ძმები ფლეიშერების ფილმებმა, ხოლო შემდეგ -- რეჟისორისა და პროდიუსერის უოლტ დისნეის მრავალრიცხოვანმა სერიულმა ფილმებმა: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (1938), „პინოქიო“ (1939), „ბემბი“ (1942) და სხვა.

პირველი ქართული ნახატი ფილმი „არგონავტები“ შეიქმნა რეჟისორ ვ. მუჯირის ხელმძღვანელობით 1936 წელს (მთავარი მხატვარი - ლადო გუდიაშვილი). 1939 წელს მუჯირმა გადაიღო პირველი ფერადი ანიმაციური ფილმი „ჩიორა“, ომის შემდგომ წლებში — „გაზაფხულის სტუმრები“, „სამი მეგობარი“, „ოქროს ბიბილო“ და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: