კივანჩ თათლითუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კივანჩ თათლითუგი
კივანჩ თათლითუგი

კივანჩ თათლითუგი (თურქ. Kıvanç Tatlıtuğ; დ. 27 ოქტომბერი 1983 წ., ადანა) — მსახიობი, მოდელი და ყოფილი კალათბურთელი. ის თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. აქვს მიღებული მრავალი ჯილდო და პრემია მათ შორის, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - სამი Golden Butterfly Awards  და Yeşilçam Cinema Award. თათლითუგმა 2002 წელს გაიმარჯვე კონკურსებში თურქეთის საუკეთესო მოდელი და მსოფლიოს საუკეთესო მოდელი. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა და საერთაშორისო  აღიარება მოუტანა რამდენიმე წარმატებულ ტელესრიალში შესრულებულმა როლებმა.[1][2][3][4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარში მსახიობ სონღულ ედენთან ერთად - 2009 წ.

დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ადანაში,  ერდემ და ნუთრენ თათლითუგების მრავალსულიან ოჯახში. ჰყავს ოთხი ძმა და და. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ მისი მამა წარმოშობით ალბანურ- ბოსნიური წარმოშობისაა ქალაქ პრიშტინადან.[5] [6]დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ადანაში, სადაც ას წელზე მეტია, რაც მის ოჯახს საცხობი აქვს.[7] კივანჩი სწავლობდა კერძო კოლეჯში. სიმაღლის წყალობით (187 სმ) გატაცებული იყო კალათბურთით.[8] მამის ავადმყოფობის გამო, რომელსაც გულის ოპერაცია დასჭირდა, ოჯახი იძულებული გახდა სტამბოლში გადასულიყო. აქ მომავალი მსახიობი თამაშობდა კალათბურთის გუნდ „ბეშიქთაშში“, თუმცა ტრავმის გამო სპორტი დატოვა. სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა სახელმწიფო თეატრის დრამატულ სტუდიაში. ცხოვრობს სტამბოლში.[9]

2001 წელს მან  სამოდელო  კარიერა დაიწყო . 2002 წელს გაიმარჯვა კონკურსებში თურქეთის საუკეთესო მოდელი და მსოფლიოს საუკეთესო მოდელი.

კივანჩს დიდი წარმატება და პოპულარობა მოუტანა ბეჰულულის როლმა სერიალში „აკრძალული სიყვარული“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ბერენ საათი. ითამაშა სატელევიზიო სერიალებში „ქურთ სეითი და ალექსანდრა“. 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისამდე შეასრულა მთავარი როლი  სერიალში „მამაცი და მშვენიერი". სერიალში მასტან ერთად თამაშობს  ცნობილი მსახიობი თუბა ბიუიუკუსთუნი. ლაურეატია  ადანის კინოფესტივალისა „ოქროს კოკონი“ (2008წ.). კივანჩ თათლითუგი „ოქროს პეპლა 2019“ პრემიაზე დასახელებულ ნომინანტებს შორისაა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სერიალში „შეჯახება“.

თურქული მედია ხშირად მოიხსენიებს კივანჩ თათლითუგს, როგორც თურქ ბრედ პიტს.

კივანჩი არის UNICEF– ის ელჩი და იცავს ბავშვების უფლებებს. ალბანურ TV 2019-სთან ინტერვიუში მან განაცხადა: "UNICEF მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მთელი მსოფლიოს მომავლისთვის. მე გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი ვარ 25 წლიდან. ბავშვებისთვის მუშაობა პრივილეგია. თითოეული ბავშვი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას. ყველას ვურჩევ ყურადღებით იყვნენ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. და მხარი დაუჭირონ იუნისეფის ინიციატივებს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელიდან კივანჩი ხვდებოდა სტილისტ ბაშაკ დიზერს. წყვილი დაქორწინდა 2016 წლის 19 თებერვალს. საქორწილო ცერემონია პარიზში თურქეთის საელჩოში გაიმართა. სტამბოლში მადამ ტიუსოს მუზეუმში დადგეს. მსახიობის ცვილის ქანდაკება.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Kıvanç Tatlıtuğ 32 yaşında"[მკვდარი ბმული]. www.hurriyet.com.tr.
  2. "Kıvanç Tatlıtuğ'u bir de böyle görün!". Gecce.com.
  3. "James Cameron complimenting Kivanc Tatlitug"
  4. "Kıvanç Tatlıtuğ kimdir hayatı". Mailce.com. Archived from the original on 29 May 2017. Retrieved 25 February2017.
  5. Aktori Kivanç Tatlitug e pranon me krenari origjinën: Po jam kosovar (Video) (თურქ.) Telegrafi. Retrieved 24 November 2016.
  6. ""Nereden Geliyor Bu Yakışıklılık?" Dedirten 24 Aktörümüz ve Memleketleri".[მკვდარი ბმული] (თურქ.)Onedio.com. 25 April 2016. Retrieved 25 February 2017.
  7. "Profil: Kıvanç Tatlıtuğ". 22dakika.org. Retrieved 25 February 2017.
  8. "Kıvanç Tatlıtuğ sakatlandı | Magazin Haberleri". Haberturk.com. Retrieved 25 February 2017.
  9. Ünlülerin mezun olduğu üniversiteler - CNN TÜRK - tarafsız güvenilir haberler". Cnnturk.com. (თურქ.) Retrieved 25 February 2017.
  10. "KIVANÇ TATLITUĞ". Madame Tussauds. Archived from the original on 7 February 2018. Retrieved 24 August 2019.