შინაარსზე გადასვლა

კეფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეფა
ლათინური occiput cranii
არტერია კეფის
ვენა კეფის
ლიმფა კეფის ლიმფური კვანძები
Dorlands/Elsevier 12586226

კეფა (ლათ. occiput cranii) — ანატომიური ტერმინი, რომელიც გამოხატავს თავის ქალის უკანა ნაწილს. კეფის ტრავმამ შესაძლოა ბაზილარული ქალის მოტეხილობა გამოიწვიოს. კეფის ამოცნობა მნიშვნელოვანია ადამიანის ნაყოფის პერიოდში დაკვირვებისას.

კეფის ძვლის ძირითადი ნაწილი სოლისებრი ძვლის სხეულს უკავშირდება სოლისებრ – კეფის სინქონდროზით. ასაკის მატებასთან ერთად ხრტილი განიცდის გაძვალებას და საბოლოოდ ორივე ძვალი ერწყმის ერთმანეთს. ძირითადი ნაწილის ზედა, ქალას ღრუსკენა ზედაპირი სადა და ჩაზნექილია. სოლისებრი ძვლის სხეულთან ერთად იგი ქმნის თავქვეს, რომელიც მიმართულია დიდი ხვრელისაკენ (მასზე ძევს მოგრძო ტვინი, ხიდი და ტვინის ძირითადი არტერია თავისი ტოტებით). ძირითადი ნაწილის ქვედა ზედაპირი ხორკლიანია, შუა ადგილას აღინიშნება კარგად გამოხატული ხახის ბორცვი და ხორკლიანი ხაზები. კეფის ძვლის ლატერალური ნაწილებისა და ძირითადი ნაწილის უსწორმასწორი კიდეები უკავშირდება საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის უკანა კიდეს. მათ შორის იქმნება კლდოვანი კეფის ნაპრალი, რომელიც ამოვსებულია ხრტილით, ე. წ. კლდოვან-კეფის სინქონდროზით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კეფა&oldid=4115792“-დან