ლიმფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მწვანედ აღნიშნულია ლიმფური სისტემა

ლიმფა (ლათ. lympha — წმინდა წყალი, ნამი) — სითხე, რომელიც მოძრაობს ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ლიმფურ სისტემაში. ლიმფის ძირითადი კომპონენტია გამჭვირვალე სითხე, რომელიც ძალიან ჰგავს სისხლის პლაზმას. მისი სიბლანტე სისხლის პლაზმისაზე ნაკლებია, მასში ცილის რაოდენობაც ნაკლებია (3%). ლიმფის შედგენილობა განსხვავებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილში და იცვლება ფუნქციური მდგომარეობის შესაბამისად. ლიმფა შეიცავს ლეიკოციტებს და ერთეულ ერითროციტებს. ლიმფა დედება ოღონდ სისხლზე ნელა. ადამიანის სხეულში 1 — 2 ლიტრია. სისხლის პლაზმა კაპილარებიდან იფილტრება ქსოვილებში, იქ შედგენილობას იცვლის და იქცევა ლიმფად. ლიმფის მთავარი ფუნქციებია: ქსოვილებიდან ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი პროდუქტის გამოტანა, იქიდანვე სისხლში ცილების დაბრუნება, ორგანიზმში წყლის გადანაწილება და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლიმფა&oldid=2925603“-დან