ხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

 ხელი, ან ზედა კიდური არის ხერხემლიანთა დელტოიდური კუნთის მიდამოდან გამომავალი ორგანო. მის შემადგენლობაშია ხელის მტევანი, მკლავი, იღლია და მხარი. ის არის მთავარი ორგანო, რომლითაც ადამიანი ახორციელებს ძირითად საქმიანობას.[1]

განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალურად, ტერმინი "მკლავი" აღნიშნავს სტრუქტურას მხოლოდ მხრიდან იდაყვამდე. შესაბამისად, "ზედა კიდური", "ხელი" და "მკლავი" არ არის სინონიმები. [2] თუმცა, პრაქტიკულად, ისინი ხშირად გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად. სამაგიეროდ, ტერმინი "ზედა კიდური" ანატომიაში მიღებულია, მაგრამ არაოფიციალურ გარემოში უჩვეულოდ ჟღერს და მას გამოთქვამენ მხოლოდ სხვა ტერმინებისგან გამიჯვნის მიზნით.

აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის სხეულის ზედა კიდური შეიძლება კლასიფიცირებული იქნას წარმოშობის, ტოპოგრაფიის, ფუნქციის ან ნერვების განლაგების მიხედვით. ემბრიოლოგიური და ფილოგენეტიკური წარმოშობის მიხედვით დაჯგუფება ცხადყოფს, რომ ქვემოთ მოყვანილი ფუნქციონალური ტოპოგრაფიული კლასიფიკაცია ასახავს კუნთებს შორის მოქმედების მსგავსებას გარდა მხრის სარტყელისა. მხრის სარტყელში კუნთების მოქმედება შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილის და ორიენტაციის მიხედვით. [3]

ძვალ-კუნთოვანი სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხრის სარტყელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხრის სარტყელის ძვლები

შედგება ლავიწისა და ბეჭისგან და აკავშირებს ზედა კიდურს осевой скелет, იგივე axial skeleton-თან სტეროკოლავიური სახსრის საშუალებით ესაა ერთადერთი სახსარი ზედა კიდურზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტანს.

მხრის სარტყელის მოძრაობა დამოკიდებულია ბევრ კუნთზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან არის კუნთების ფენები, და არა ფუსფორმა ან ზონარის ფორმის კუნთები. ისინი განცალკევებულად კი არ მოქმედებენ, არამედ ზოგიერთ ბოჭკოსთან ერთად და ასრულებენ ბოჭკოების სხვა კუნთებთან მიმართ კოორდინირების ფუნქციას.

მხრის სახსარი მყესებით

მკლავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(brachium), რომელსაც უწოდებენ ზედა მხარს არის ადგილი მხარსა და იდაყვს შორის, შეადგენს მხრის ძვალს. იდაყვის სახსარი არის სამი სახსრის კომპლექსი. მათი საშუალებით ხდება ხხელის მოხრის და გაშლის მოქმედება.

წინამხარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტებრაციუმი რადიუსისა და ulna-სგან შედგება; ეს უკანასკნელი არის იდაყვის ერთობლივი დისტალური ნაწილი, ხოლო რადიუსი წარმოადგენს მაჯის სახსრის მთავარი ნაწილს.

პრიმატებში ზედა კიდურები უზრუნველყოფენ მოძრაობის ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს მოქმედების ზედა კიდურით შესრულებას. შიმპანზეების კიდურები, ადამიანებთან შედარებით, გამოხატავს სხვადასხვა ცხოვრების წესს. შიმპანზეს გააჩნია პირველადი მოხმარების ლოკალიზაციის ორი რეჟიმი: კისერი ფეხით, კვადპუპედალიზმის სტილი, რომელშიც სხეულის წონა მხარს უჭერს კისერზე (ან უფრო სწორად თითების შუა ფალანსებს) და ბრაიქცია (ტოტიდან ტოტზე ქანაობა) bipedalism სტილში, რომელშიც მოხრილი თითების გამოიყენება თავს ზემოთ ტოტებზე მოსაჭიდებლად.

ხელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელის მტევანი

ხელი (manus) ხელის მტევნის პირველადი დანიშნულებაა მოჭიდება და მანიპულირება. აქტივობა, რომელსაც ხელი ასრულებს, ხასიათდება ძალის დემონსტრირებით და სიზუსტით. ამ დროს საგანი მოქცეულია ხელის მტევანში თითების საშუალებით და ამუშავებულია როგორც მომჭერი, ისე გამშვები კუნთები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ცერა თითის კუნთებმა გააკეთოს სხვა თითების საწინააღმდეგო მიმართულებით შეკუმშვა, რათა მოხდეს საგნის დაკავება ხელში. ამსთანავე ცერს ავს უნარი 90 გარადუსის ფარგლებში ლავირებისა, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის რომ ხელმა შეასრულოს სრულფასოვანი ფუნქციონირება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Upper Extremity. MeSH. წაკითხვის თარიღი: June 2011.
  2. Arm. MeSH. წაკითხვის თარიღი: June 2011.
  3. Ross და Lamperti 2006
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხელი&oldid=3674094“-დან