კატეგორიის განხილვა:სსრკ-ის არმიის გენერლები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@გიო ოქრო: კატეგორია:სსრკ-ის არმიის გენერლები არ უნდა იყოს ისევე, როგორც ყველა? --Wiki - ჯაბა 11:00, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

„სსრკ სპორტის ოსტატი“, „სსრკ სახელმწიფო პრემია“ — ორივე ფორმით იხმარება, როგორც „სსრკ“, ასევე „სსრკ-ის“. გიო ოქრო 15:04, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია არცერთი არ გვაქვს მაგ ფორმით. --Wiki - ჯაბა 15:34, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

არის რამდენიმე: კატეგორია:სსრკ საპატიო წოდებათა მფლობელები, კატეგორია:სსრკ რესპუბლიკათა საპატიო წოდებათა მფლობელები, კატეგორია:სსრკ სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკები, კატეგორია:სსრკ რესპუბლიკათა სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკები ესენი ვნახე შენი შექმნილია და კიდევ არის ერთი კატეგორია:სსრკ სამეცნიერო ორგანიზაციები სხვის შექმნილი. მე მგონი ყველა გასასწორებელია. --Wiki - ჯაბა 15:45, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიის განხილვა:აშშ-ის მუსიკალური ჟანრები - ესეც ნახე რავი, იქნებ გამოგვადგეს.--Wiki - ჯაბა 15:48, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიყენებთ მხოლოდ გრამატიკულად სწორ ფორმას, რად უნდა ამას ზედმეტი ლაპარაკი? — Mikheil მიწერა 16:05, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ქსე-შიც წერია სსრკ-ის. ტომი 8, გვ. 583 სტატიაში.--Wiki - ჯაბა 16:09, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ზედმეტი ლაპარაკის რა გითხრათ, მაგრამ ერთი სტანდარტი უნდა შემოვიღოთ, ზოგან „სსრკ“-ა, ზოგან „სსრკ“-ის, არ შეიძლება ზოგან ასე იყოს, ზოგან ისე. Gobrona განხილვაწვლილი 17:19, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გრამატიკული შეცდომა არ არის, ეს უნდა გამოვყო. საბჭოთა პერიოდის ლიტერატურაში ხშირად შემხვედრია „სსრკ“ ფორმა. მაგ., „საქართველოს სსრ სახალხო არტისტი“, სკკპ წევრი — ქსე, ტ. 11, გვ. 91. აქედან ჩანს, რომ არ არის შეცდომა. იმდროინდელ ლიტერატურაში ასე გამოიყენებოდა. ვფიქრობ, რომ ამ ფორმით დავტოვოთ. და მაინტერესებს ზემოხსენებულ მე-8 ტომში რა კონტექსტში წერია? ანუ სრული წინადადება როგორ გამოიყურება? გიო ოქრო 17:28, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

დიახ, მეც მაგას ვიძახი რომ ორნაირად არ შეიძლება. უმეტესობა აქამდე იყო და არის სსრკ-ის და ეს კითხვაც განხილვის დასაწყისშიც მაგიტომ დავსვი, რადგან ამ ბოლო დროს მასობრივად ახდენს გიო ოქრო სსრკ ფორმით შემოტანას. ცანგალას ორივე ფორმით აქვს შემოტანილი (კატეგორია:სსრკ-ის საპატიო წოდებები და კატეგორია:სსრკ X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები), სიურპრიზიც და ისლანდიც სსრკ-ის ფორმით წერენ და თავად შენც გობრონ (კატეგორია:დაღესტნის ასსრ-ის დამსახურებული მოღვაწეები). ფაქტია უმეტესობა მაინც სსრკ-ის ფორმით არის შემოტანილი. გიორგი შენთან კი კითხვა მაქვს სანამ ქსე-ს კონტექსტს გეტყოდე: სსრკ-ის მცდარია? --Wiki - ჯაბა 18:29, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

არა, მცდარი არ არის. მაგ., „გერმანელებმა მოახდინეს სსრკ-ის აღმოსავლეთ რაიონების ოკუპაცია“ (და არა „სსრკ“), თუმცა საბჭოთა ლიტერატურაში ყრილობებზე, უმაღლესი საბჭოს მოწვევებზე, კომპარტიაზე, საპატიო წოდებებსა და თანამდებობებზე გვაქვს სსრკ (სკკპ, სსრ და სხვ.) ფორმა. მე სსრკ-ის არ შემხვედრია. გიო ოქრო 18:35, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

საბჭოთა არმია არსის სტატია ქსე-ში და არა სსრკ არმია (ეს სტატია კატეგორიის სახელს ეჭვქვეშ აყენებს). მეორე, არსებობს სტატიები სსრ კავშირის საბჭოების III ყრილობა (ბათილდება შენი მოსაზრება რომ ლიტერატურაში ყრილობებზე ისეა როგორც შენ ამტკიცებ). საპატიო წოდებებს რაც შეეხება თუ გადავშლით ქსე-ს ნულოვან ტომს გვერდი 347. წერია: სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სსრ კავშირის სახალხო მხატვარი და ა. შ. თუმცა შემდეგ გვერდზე წერია სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატები. ფაქტია ქსე-ს მიდგომა ხან ასეა ხან ისე. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ამ კატეგორიის სათაური ან ის უნდა იყოს რაც თავში დავწერე, ან კიდევ კატეგორია:საბჭოთა არმიის გენერლები (ოფიციალური სტატიის მიხედვით).--Wiki - ჯაბა 19:04, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გრამატიკულად და აზრობრივად უფრო მართებულია სსრკ-ის და ამდენ დროს ნუღარ დავკარგავთ ამაზე. ავირჩიოთ მხოლოდ უკეთესი ვარიანტი და ამის შესაბამისად, სხვა კატეგორიებიც ჩავასწოროთ. - OTOGI Messages 19:08, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

საბჭოთა ლიტერატურაში ასეთი მიდგომაა: ზოგჯერ ხმარობენ „სსრ კავშირი“, ზოგჯერ „სსრკ“, შესაბამისად „სსრ კავშირის...“ და „სსრკ ...“. პირადად მე „სსრკ“-ს გამოყენებას ვემხრობი. და რაც მე მოვიყვანე ეგ არ ბათილდება :) მანდ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტია გამოყენებული. სხვა შემთხვევებში მაგალითად გვხვდება „სკკპ XXV ყრილობის“, „სკკპ XXI ყრილობის დელეგატი“ (ქსე, ტ. 2, გვ. 438). გიო ოქრო 19:15, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ჩემი გითხარი, სხვებმაც დაწერეს თავისი აზრი, იმედია სხვებიც დაწერენ. თუმცა ახლა აქ მე ახალ ალექსი ანტონოვს ვერ მოვაწყობ. --Wiki - ჯაბა 19:25, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ქსე რომ ქაღალდს ზოგავდა ასეთი შემოკლებებით, ახალი ამბავია? — Mikheil მიწერა 19:35, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
მაშინ „სსრკ-ის“ ფორმას არ გამოიყენებდა საერთოდ, თუმცა ორივე გვხვდება და, ვფიქრობ, ჩვენც უნდა გამოვყოთ ერთმანეთისაგან. გიო ოქრო 19:40, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვემხრობი სსრკ-ის ფორმას, რომელიც უფრო მართებულია ჩემი აზრით. კონსენსუსის შემთხვევაში @Melberg: ვთხოვ, რომ გადაწყვეტილებათა რეესტრში შეიტანოს, რათა შემდგომში ყველამ დაიცვას საერთო სტანდარტი. --Mehman 97 19:50, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
სტანდარტის შემოღებისას უმჯობესი იქება შესაფერის წყაროებს თუ დავეყრდნობით. გიო ოქრო 19:54, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
რეესტრზე მონოპოლია კი არ მაქვს კაცო :D --Melberg მიწერა 19:56, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
არც მითქვამს, რომ გაქვს :დ აქტიურად არედაქტირებ და მაგიტომ :) --Mehman 97 20:05, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია:სსრკ X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები — ჩემი შექმნილია და გავასწორებ. ისე ყველა ჩვენგანის ბრალია, როდესაც პირველ არასწორ შექმნილ კატეგორიაზე არაფერ მინიშნებას არ ვაკეთებთ. მთავარია --ცანგალა 20:46, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია:სსრკ X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები — უკვე გავასწორე ყველა მოწვევა. კატეგორია:სკკპ ყრილობის დელეგატები — ამ კატეგორიასაც გავასწორებ სკკპ-ის ყრილობის დელეგატებზე. --ცანგალა 21:38, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ უნდა ჩავწეროთ რეესტრში თუ რომელი ფორმა იხმარება კატეგორიებში. --ცანგალა 21:38, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯერესერთი ეს ნაჩქარევი ჩანაცვლება რა იყო ვერ ვხვდები, მაგრამ კარგი. @Zangala: კატეგორია უნდა გადავიდეს და არა წაიშალოს. მაგის გამოა, რომ სკკპ დელეგატების და სხვა კატეგორიებს ინტერვიკები დაეკარგათ. იხ. კატეგორიის განხილვა:სკკპ-ის ყრილობის დელეგატები. გიო ოქრო 19:18, 11 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]