კატეგორიის განხილვა:აშშ-ის მუსიკალური ჟანრები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აშშ-ს მუსიკალური ჟანრები თუ აშშ-ს მუსიკალური ჟანრები. ეს საკითხი სხვა ამდაგვარ კატეგორიებსაც ეხება.--ოთოჯი / მომწერე 19:17, 2 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

და არა მხოლოდ. სტატიებში ნახსენებ აშშ-საც. მე ვწერ აშშ-ს. რატომ ვწერ ასე - ვინაიდან აშშ რომ წარმოთქვა სრულად, გამოვა ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები-ს გამოდის (დამატებითი ის-ის გარეშე). მაგრამ იქნებ არასწორია. ეს მეც მაინტერესებდა. --H.McC. (მომწერეთ) 19:27, 2 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მესმის შენი ჰენრი. მაგრამ ლიტერატურაში როდესაც საუბარი მიდის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ასეთი შემოკლებული ფორმით იწერება აშშ-ს. ლიტერატურა და ენციკლოპედია ასე სწერს. მოდი სხვა რედაქტორებსაც დაველოდოთ.--ოთოჯი / მომწერე 19:39, 2 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კეთილი და თუ რაღაც საბოლოო გადაწყდება, მუსიკაში გავატარებ awb-ს მაგის გათვალისწინებით. --H.McC. (მომწერეთ) 19:58, 2 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ოთოს. კი ბატონო, აშშ = ამერიკის შეერთებული შტატებ-ი, მაგრამ მხოლოდ სახელობით ბრუნვაში. მოთხრობითში მართებული იქნება აშშ-მა = ამერიკის შეერთებული შტატებ-მა, თუ დავწერთ აშშ-მ, გამოვა ამერიკის შეერთებული შტატები-მ, რაც არანაირ გრამატიკულ ნორმებში არ ჯდება. იგივე შემიძლია ვთქვა ნათესაობით ბრუნვაზე, სადაც ბრუნვის ნიშანია '-ის' და აქ 'ი' მხოლოდ ემთხვევა სახელობითის ბრუნვის ნიშანს. — G.G. 06:37, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ოღონდ ყველა აშშ-ს არასწორი არაა, მიცემით ბრინვაში მასეა (მაგ. 'აშშ-ს(=ამერიკის შეერთებული შტატებ-ს) გზა დაულოცა' და მისთ.) აქვე მაინტერესებს ერთი რამ: სახელობით ბრუნვაში ბრუნვის ნიშანს, როგორც წესი, არ ვუწერთ (აშშ-ი). აქ იგულისხმება? თუ ესეც შეცდომაა?— G.G. 06:44, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე მგონია, მუსიკაში ძირითადად ნათესაობით ბრუნვაში გვაქვს. შტატების ჩარტები, შტატების ტერიტორიაზე. --H.McC. (მომწერეთ) 09:07, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
გასწორებულია. აშშ-ს ... → აშშ-ის ... - Island (გ) 13:44, 30 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]