კატალონიელების ქვეყანა
იერსახე
| კატალონიელების ქვეყანა Països Catalans |
|||
|---|---|---|---|
| დედაქალაქი | არ აქვს | ||
| უდიდესი ქალაქი | ბარსელონა | ||
| ოფიციალური ენა | კატალონიური, ესპანური, ფრანგული, იტალიური | ||
კატალონიელების ქვეყანა (კატ. Països Catalans) — ეროვნული ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ბალეარის ზღვის სანაპიროზე და კუნძულებზე. ძირითადად მოიცავს ანდორას, ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში კატალონიის, ვალენსიის და ბალეარის კუნძულების ავტონომიურ რეგიონებს, ასევე არაგონის და მურსიის რეგიონების კატალონიელებით დასახლებულ ნაწილებს — ფრანხას და კარშეს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტის ნაწილს და იტალიაში, სარდინიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ალგეროს. მთავარი ქალაქი და ნავსადგური — ბარსელონა. პირენეს ნახევარკუნძულზე კატალონიელების ქვეყანას უკავია თითქმის მთელი ლევანტე და პირენეის მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კატალონიური ჰიპერენციკლოპედია დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.
