კასიკიარე
კასიკიარე | |
---|---|
![]() მდინარე კასიკიარეს აუზი | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები | კაპიბარა |
სათავე |
ორინოკო 3°08′18″ ჩ. გ. 65°52′48″ დ. გ. / 3.13833° ჩ. გ. 65.88000° დ. გ. |
შესართავი | 2°00′05″ ჩ. გ. 67°06′54″ დ. გ. / 2.00139° ჩ. გ. 67.11500° დ. გ. |
შესართავის სიმაღლე | 91 მ |
სიგრძე | 326 კმ |
აუზის ფართობი | 42,300 კმ² |
![]() | |
![]() ![]() | |
![]() |
კასიკიარე (ესპ. Casiquiare) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელის სამხრეთ ნაწილში. სიგრძე 326 კმ, აუზის ფართობი 42,300 კმ². კასიკიარე ბიფურკაციული მდინარეა. იგი გამოეყოფა მდინარე ორინოკოს, რომლისგანაც იღებს ჩამონადენის 1/3. ერთვის ამაზონის მარცხენა შენაკადს რიო-ნეგროს. კასიკიარე მდინაარეების ორინოკოსა და ამაზონის აუზს შორის ერთგვარი ბუნებრივი არხია. წყალდიდობის პერიოდში წყალი გაცილებით ეფექტურად იყოფა. კასიკიარე ორინოკოს გამოეტოტება ზღვის დონიდან 123 მ სიმაღლეზე, ხოლო მდინარე რიო-ნეგროს ჩაერთვის ზღვის დონიდან 91 მ სიმაღლეზე. მდინარე კასიკიარეს წყლის ხარჯი უდრის 675 მ³/წმ-ს, მაქსიმალური — 3.977 მ³/წმ.
1744 წელს იეზუიტთა ორდენის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაიარა კასიკიარეს ბუნებრივი არხი. შვიდი თვის შემდეგ შარლ კონდამინი მოხსენებით გამოვიდა საფრანგეთის აკადემიაში, რითაც დაადასტურა ამ ბუნებრივი არხის არსებობა. 1800 წელს გერმანელმა გეოგრაფმა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტმა და ფრანგმა ემე ბონპლანმა მდინარეზე კვლევა აწარმოეს. 1924-1925 წლებში მდინარე ორინოკოზე იმოგზაურა ამერიკელმა გეოგრაფმა ალექსანდერ რაისმა, გადაკვეთა რა კასიკიარეს ბუნებრივი არხი, ჩავიდა მდინარე რიო-ნეგროზე და მიაღწია ქალაქ მანაუსს. 1968 წელს არხი გადაკვეთა ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ექსპედიციამ მაღალსიჩქარიანი გემით SR.N6.[1]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Alexander von Humboldt and the Casiquiare River
- The point where the Casiquiare bifurcates from the Orinoco, on Google Maps
- Wikimapia satellite image displaying locations of both the beginning (principio) and the end (desague) of the Casiquiare Canal.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „Graham Clarke“. The Daily Telegraph. 2007-10-07. ციტირების თარიღი: 2008-07-14.