კაროლინ სეგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კაროლინ სეგერი
17 Seger Caroline 130406 Sve-Isl 2-0 173006 0300.jpg
სეგერი 2013 წლის აპრილში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სარა კაროლინ სეგერი[1]
დაბადების
თარიღი
19 მარტი, 1985 (1985-03-19) (37 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ჰელსინგბორგი, შვედეთი[3]
სიმაღლე 1.73 მეტრი[2]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
როზენგარდი
ნომერი 17
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2009 ლინჩეპინგსი 139 (39)
2010 ფილადელფია ინდეფენდენსი 21 (2)
2011 უესტ ნიუ იორკ ფლეში 13 (5)
2011 როზენგარდი (მაშინდელი მალმე) 7 (3)
2012-2014 ტირესე 46 (11)
2014-2016 პარის სენ-ჟერმენი 37 (8)
2016-2017 ლიონის ოლიმპიკი 18 (0)
2017- როზენგარდი 35 (5)
ეროვნული ნაკრები
2001-2002 შვედეთი U17 12[4] (3[4])
2002-2004 შვედეთი U19 23[4] (3[4])
2005- შვედეთი 211[4] (28[4])
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 ივნისი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 თებერვალი, 2021

სარა კაროლინ სეგერი (შვედ. Sara Caroline Seger, დ. 19 მარტი, 1985) — შვედი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე როზენგარდის საფეხბურთო კლუბში შვედეთის ქალაქ მალმეში, შვედეთის ქალთა ლიგის უმაღლეს დივიზიონში. ის ასევე არის შვედეთის ქალთა ნაკრების კაპიტანი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინკეპინგსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური ნახევარმცველი, სეგერი 2005–2009 წლებში თამაშობდა ლინკეპინგსში, სადაც გუნდის კაპიტნიც იყო. ლინკეპინგსმა სეგერის ხუთსეზონიანი თამაშებიდან ოთხ სეზონში Damallsvenskan-ში (შვედეთის უმაღლესი ლიგა) საუკეთესო ოთხეულში დაიკავა ადგილი. გუნდის საუკეთესო შედეგები იყო: 2008 წელს მეორე ადგილი, ხოლო 2009 წელს პირველი ადგილი. გუნდმა ასევე აიღო ქალთა შვედური თასის პირველი ადგილი სამჯერ: 2006, 2008 და 2009 წლებში.

ლიკეპინგსში თამაშისას სეგერს მიენიჭა Damallsvenskan– ის 2005 წლის საუკეთესო ახალბედის, ხოლო 2006 და 2009 წლებში წლის საუკეთესო ნახევარმცველის სტატუსი.[5]

მას შემდეგ, რაც გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და ქალთა უეფას ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია მოიპოვა, სეგერმა 2008 წლის შემოდგომაზე ლინკეპინგთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.[6] სეგერმა ასევე მოიგო 2009 წლის Diamantbollen, სადაც გადაეცა წლის საუკეთესო შვედი ქალი ფეხბურთელის ტიტული.[7] სეგერის ბოლო თამაში ლინკეპინგისთვის იყო დუისბურგთან 2-0 მარცხი 2009–2010 წლის ქალთა უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.[8]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეგერი შვედეთის უფროსთა ნაკრებში პირველად 2005 წლის მარტში გაამოჩნდა; მისი სადებიუტო მატჩი ალგარვის თასის თამაში იყო და გერმანიის გამარჯვებით (2-1) დასრულდა. 2005 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატზე სეგერი ნორვეგიის წინააღმდეგ გამარჯვების გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა თამაში შვედების მარცხით დასრულდა, რის შედეგადაც ნაკრები ჩემპიონატს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.[9]

სეგერი ნაკრებში ახალმა მწვრთნელმა, თომას დენერბმაც მიიხმო და მას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაშის საშუალება მისცა. შვედეთი ყველასგან მოულოდნელად 2007 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო თასის პირველ ტურშივე დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა. ამ წარუმატებლობის შემდეგ, ნაკრების წევრი გამოცდილი ფეხბურთელები პენსიაზე გავიდნენ და სეგერს გუნდში განსაკუთრებული როლი მიენიჭა.[10] 2008 წლის ივნისში მან ბარძაყის ტრამვა მიიღო, თუმცა რეაბილიტაცია მალევე გაიარა ბეიჯინგის 2008 წლის ოლიმპიადისთვის.[11] ოლიმპიადაზე კაროლინმა მონაწილეობა მიიღო მეოთხედფინალის თამაშში გერმანიის წინააღმდეგ, სადაც მისი ნაკრები 2-0 დამარცხდა.

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დენერბიმ იგი დანიშნა ეროვნული ნაკრების კაპიტნად 2008 წლის მაისში იტალიასთან შესარჩევი მატჩისთვის, როდესაც გუნდის რეგულარული კაპიტანი ვიქტორია სანდელ სვენსონი დაშავდა.[12] სანდელ სვენსონი პენსიაზე გადავიდა შვედეთის მიერ უეფას ქალთა ევრო 2009-ის მეოთხედფინალში ნორვეგიასთან 3-1 დამარცხების შემდეგ, რის შედეგადაც გუნდის რეგულარული კაპიტანი სეგერი გახდა.[13]

2011 წელს FIFA– ს ქალთა მსოფლიო თასზე, რომელიც გერმანიაში ჩატარდა სეგერის გუნდმა მესამე ადგილი დაიაკვა. ნახევარფინალში სეგერის გუნდი იაპონიის ნაკრებთან 3-1 დამარცხდა ქალაქ ფრანკფურტში. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში შვედეთმა საფრანგეთის ნაკრებს აჯობა (2-1) ქალაქ ცინშაიმში. ბრინჯაოს მედლისთვის თამაში სეგერმა კანჭის ტრამვის გამო გამოტოვა. მესამე ადგილმა ასევე უზრუნველყო შვედეთის კვალიფიკაცია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ფეხბურთის კატეგორიაში. ლონდონში დენერბიმ კაპიტნად კვლავ სეგერი დანიშნა,[14] თუმცა გუნდი ასპარეზს მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხების შემდეგ გამოეთიშა.

2012 წლის ოქტომბერში, ნაკრების ახალმა მწვრთნელმა პია სანდჰეიგმა გადაწყვიტა, რომ სეგერი ლოტა შელინთან ერთად გაუძღვებოდა გუნდს. [15] სანდჰეიგმა კაროლინი უეფას ქალთა ევრო 2013-ში მონაწილეობის მისაღებად გუნდში მიიწვია. ამ ჩემპიონატს შვედეთმა უმასპინძლა.[16] სეგერის გუნდი ნახევარფინალში გერმანიასთან 1-0 დამარცხდა.[17]

კაროლინი ლონდონის ოლიმპიადაზე ყველა, ექვსივე მატჩში მონაწილეობდა. მისმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა მას შემდეგ, რაც თამაში გერმანიის წინააღმდეგ 2-1 დათმო.[18]

სეგერი გახდა ეროვნული გუნდის კაპიტანი ლოტა შელინის საერთაშორისო ფეხბურთდან წასვლის შემდეგ.

ლშვედეთის კაპიტანი 2011 წლის მსოფლიო თასზე

მან გუნდს 2019 წელს ჩატარებულ ქალთა მსოფლიო თასზე უკაპიტნა. 2019 წლის 6 ივლისს, ინგლისის წინააღმდეგ თამაშისას, სეგერმა მე -200 მატჩი ჩაატარა შვედეთის ეროვნული ნაკრების მაისურით. მატჩი შვედების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა, რის შედეგადაც ნაკრებმა ტურნირზე მ-3 ადგილი დაიკავა.[19]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეგერმა გაზეთ QX-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამომჟღავნებული ლესბოსელია და რომ იგი ამაყობს თავისი შეყვარებულით.[20] წინა წლებში სეგერი თავის ორიენტაციას მალავდა.[21] ის ურთიერთობაში იყო მეგობარ პროფესიონალ ფეხბურთელთან, მალინ ლევენსტადთან.[22]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინკეპინგსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Damallsvenskan: გამარჯვებული 2009
  • ქალთა შვედური თასი: გამარჯვებული 2006, 2008, 2009
  • შვედეთის სუპერთასი: გამარჯვებული 2009

უესტერნ ნიუ-იორკ ფელში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალთა პროფესიონალური ფეხბურთი:გამარჯვებული 2011

სკ მალმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Damallsvenskan: გამარჯვებული 2011
  • შვედეთის სუპერთასი: გამარჯვებული 2011

ტირესე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Damallsvenskan: გამარჯვებული 2012

ლიონის ოლიმპიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალთა ლიგის პირველი დივიზიონი:გამარჯვებული 2016/2017
  • ქალთა ფრანგული თასი:გამარჯვებული 2017
  • უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა 2016-2017:გამარჯვებული

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთი U19[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უეფას ქალთა 19-წლამდელთა ჩემპიონატი: ნახევარფინალი 2003
  • სკანდინავიის თასი: მეორე ადგილი 2004[23]

შვედეთი U17[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სკანდინავიის თასი: მეორე ადგილი 2001, 2002[24]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goalscorers. UEFA. ციტირების თარიღი: 2011-09-18
  2. 2.0 2.1 „List of Players - 2015 FIFA Women's World Cup“ (PDF). Fédération Internationale de Football Association. ციტირების თარიღი: 24 June 2015.
  3. Profile sv. Svenska Fotbollförbundet. ციტირების თარიღი: 25 June 2015
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Caps and goals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-07. ციტირების თარიღი: 2021-03-05.
  5. Övriga utmärkelser sv. Swedish Football Association. ციტირების თარიღი: 18 May 2014
  6. Linköpings Fotboll Club. Linkopingfc.com (6 November 2008). ციტირების თარიღი: 2011-01-14
  7. Diamantbollen sv. Swedish Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 17 December 2011
  8. Agö, Jenny. (10 November 2009) Caroline Seger taggar för en sista vinst sv. Dagens Nyheter. ციტირების თარიღი: 18 May 2014
  9. Caroline Seger. UEFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 18 May 2014
  10. Molinaro, John F. (15 June 2011). „Caroline Seger part of Sweden's new generation“. CBC Sports. ციტირების თარიღი: 18 May 2014.
  11. Dam: Caroline Seger tror på spel i OS sv. Swedish Football Association (15 July 2008). ციტირების თარიღი: 18 May 2014
  12. Kapten Seger redo att segra sv. Sveriges Television (6 May 2008). ციტირების თარიღი: 18 May 2014
  13. Bengtsson, Janne. (5 September 2009) Seger ny landslagskapten sv. Svenska Dagbladet. ციტირების თარიღი: 18 May 2014
  14. Women's Olympic Football Tournament London 2012 – List of Players Sweden. FIFA (24 July 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 May 2013
  15. Seger och Schelin nya lagkaptener sv. Swedish Football Association (21 October 2012). ციტირების თარიღი: 18 May 2014
  16. Sjögran och Hjohlman i Sundhages EM-trupp sv. Swedish Football Association (25 June 2013). ციტირების თარიღი: 25 June 2013
  17. Gatu, Anja. (25 July 2013) Seger:"Just nu är allt tomt" sv. Sydsvenskan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 18 May 2014
  18. E.Rubensson. ციტირების თარიღი: 4 August 2018
  19. Caroline Segers milstolpe – gör sin 200:e landskamp sv (6 July 2019).
  20. Lundgren, Jessica. (December 2013) Seger Ärvår sv. QX. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 18 May 2014
  21. Wahlberg, Malin. (11 June 2013) Det tog lång tid att acceptera att det var tjejer jag tände på sv. Aftonbladet. ციტირების თარიღი: 18 May 2014
  22. Sweden Captain Caroline Seger & Malin Levenstad Broke Up ...heavy.com › Sports
  23. Nordic Cup (Women U-20/U-21/U-23).
  24. Nordic Cup (Women U-17).