კარდაშევის სკალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარდაშევის სკალის დონეების მაჩვენებელი
კარდაშევის სკალის დონეების მაჩვენებელი
ნიკოლაი კარდაშევი
ნიკოლაი კარდაშევი

კარდაშევის სკალა — საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენება ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების დონის გასაზომად. დაფუძნებულია ცივილიზაციის ენერგომოხმარების რაოდენობაზე. ამასთან იგი ითვალისწინებს ცივილიზაციის ცოდნის რაოდენობასაც. სკალა 1964 წელს საბჭოთა ასტროფიზიკოსმა ნიკოლაი კარდაშევმა შექმნა, თუმცა 1974 წელს განაახლა კარლ სეიგანმა.

სკალას აქვს სამი საბაზისო დონე, შესაბამისად I,II და III. I დონეზე მყოფი ცივილიზაცია იყენებს მის პლანეტაზე არსებულ მთელს ენერგიას, მაგ. მზის, ქარის, ატომურ და სხვა სახის ენერგიას ბიორესურსების გარდა, როგორიცაა ნავთობი და გაზი. ფიზიკოს მიჩიო კაკუს თქმით ამ დონის ცივილიზაციას შეუძლია ისეთი ძალების კონტროლი, როგორიცაა მიწისძვრები და ცუნამები. II დონის ცივილიზაცია არის ცივილიზაცია, რომელსაც შეუძლია მთელი თავისი ვარსკვლავური სისტემის რესურსებისა და მოვლენების კონტროლი. ვარსკვლავიდან მთელი ენერგიის მისაღებად არსებობს ჰიპოთეტური მეთოდი სახელად დაისონის სფერო. ამ დონის ცივილიზაციას შეუძლია პლანეტების გადაადგილებაც კი. III დონის ცივილიზაცია, რომელიც უკვე ძალიანაა განვითარებული, გავრცელებულია მთელს მის გალაქტიკაში და აქვს უზარმაზარი ცოდნა და ტექნოლოგია. ეს ცივილიზაცია ახლანდელისგან საკმაოდ განსხვავებული და წინ წასულია. თითოეული საფეხური განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • I- ენერგომოხმარებით, ვატი.
  • II- ენერგომოხმარებით, ვატი.
  • III- ენერგომოხმარებით, ვატი.

სამის გარდა არსებობს IV, V, VI და VII- დონის ცივილიზაციებიც. მეოთხე დონის ცივილიზაცია აკონტროლებს მის გალაქტიკათა სამეზობლოს, მეხუთე კი მთელს სამყაროს. შემდეგ საფეხურებზე კი უკვე საუბარია მთელს მულტისამყაროზე, მსგავსი დონის წარმოდგენა თანამედროვე ადამიანისთვის რთულია. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანთა ცივილიზაციას (რომელმაც ცივილიზაციის სახელწოდება სულ რამდენიმე საუკუნეა რაც მიღო), ჯერ არც ერთი საფეხურისთვის არ მიუღწევია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვიყენებთ ნავთობს, გაზს, ხე-ტყეს და სხვა ბიორესურსებს საარსებოდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]