კაორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრეფექტურა და კომუნა
კაორი
ფრანგ. Cahors
დროშა გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი სამხრეთი-პირენეები
დეპარტამენტი ლოს დეპარტამენტი
კოორდინატები 44°26′51″ ჩ. გ. 1°26′26″ ა. გ. / 44.44750° ჩ. გ. 1.44056° ა. გ. / 44.44750; 1.44056
ფართობი 64.72 კმ²
ცენტრის სიმაღლე 130 მეტრი
მოსახლეობა 20 141 (1 იანვარი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საფოსტო ინდექსი 46000[2]
ოფიციალური საიტი https://cahorsagglo.fr[3]
კაორი — საფრანგეთი
კაორი

კაორი[4] (ფრანგ. Cahors) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში, სამხრეთი-პირენეების რეგიონში, ლოს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 19 937 მცხოვრები (2019). მდებარეობს მდინარე ლოს (გარონის შენაკადი) ლამაზ კლაკნილზე.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად კელტური დასახლება იყო და კადურკი (Cadurci) ერქვა. რომაელთა მიერ დაპყრობის შემდეგ დივონა-კადურკორუმი (Divona Cadurcorum) ეწოდა. VII საუკუნის შუა ხანებიდან ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო. დაიპყრეს ვესტგუთებმა, არაბებმა, IX–XIV საუკუნეებში ეკუთვნოდა ტულუზის გრაფს. XIII საუკუნის დასაწყისიდან ევროპის მსხვილი სავაჭრო, საბანკო და საბირჟო ცენტრის მნიშვნელობა შეიძინა. 1332 წელს კაორში დაარსდა უნივერსიტეტი (1751 წელს გადაიტანეს ტულუზაში). ქალაქის აყვავება დასრულდა ასწლიანი ომის (1337–1453) დაწყების შემდეგ. ბრეტანის საზავო ხელშეკრულებით 1360 წელს ინგლისელებს გადაეცა, საფრანგეთს დაუბრუნდა 1428 წელს.[5]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმული გამბეტას ბულვარით ქალაქი იყოფა ორ ნაწილად: აღმოსავლეთი (ძველი ქალაქი, XIV საუკუნის სიმაგრის ნაშთები, XIV–XV საუკუნეების საცხოვრებელი ნაგებობების კვარტლები) და დასავლეთი (ახალი ქალაქი). არქიტექტურულ ძეგლთა შორისაა: გვიანრომაული თერმების (ე.წ. დიანას კარიბჭე) და თეატრის ნანგრევები; წმ. სტეფანეს ტაძარი (სენტ-ეტიენი; 1080–1135, გადაკეთდა 1182 და 1500 წლებს შორის; ადგას აფრებზე დაბჯენილი 2 გუმბათი; აფსიდაში 3 კაპელაა — XIII საუკუნე; მთავარი ფასადი 3 კოშკითაა — 1316–1324; ჩრდილოეთი პორტალი მდიდარია სკულპტურული მორთულობებით — დაახლ. 1140; კლიროსსა და დასავლეთ გუმბათში XIV საუკუნის მოხატულობაა) გვიანგოტიკური კლუატრის ნაშთებით (1504); სენტ-იურსისის (XII–XIII სს.), წმ. ბართლომეს (XIV ს.) ეკლესიები; შატო-დე-რუა (XIV ს.), რომის პაპ იოანე XXII-ის სასახლის ნაშთები (გეგმით კვადრატული კოშკი — XIV ს.), XIII–XVII საუკუნეების სახლები დორადის კვარტალში, სასტუმრო როალდე (XV ს.), პელეგრის კოლეჟი (XV საუკუნის ბოლო); ხიდები მდინარე ლოზე — ვალანტრეს (1308–1378, რესტავრირებულია XIX საუკუნეში; 3 კოშკით), ლუი ფილიპის (XIX საუკუნე). დგას ლეონ გამბეტას ძეგლი. არსებობს ქალაქის მუზეუმი (1833, 1929 წლიდან — ყოფილ ეპისკოპოსის სასახლეში).[5]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაორი მეღვინეობის რაიონის ტრადიციული ცენტრია. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ცნობილია მწკლატრე წითელი ღვინოების წარმოებით; უკეთესად შესანახად მათ ხარშავდნენ სქელი და ტკბილი „ნექტრის“ მიღებამდე (იხ. კაჰორი). განვითარებულია ტურიზმი (კულტურულ-შემეცნებითი, „ღვინის“).[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Populations légales 2021The National Institute of Statistics and Economic Studies, 2023.
  2. Base officielle des codes postauxLa Poste, 2018.
  3. Annuaire de service-public.fr
  4. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 86.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Каор // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 11.