კაჰორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაჰორი

კაჰორი — სადესერტო ღვინო, ამზადებენ წითელი ყურძნის (კაბერნე, საფერავი და სხვა) ჯიშებისაგან. სახელწოდება მიიღო საფრანგეთის ქალაქ კაჰორიდან (კაორიდან). კაჰორის დასამზადებლად დაჭყეტილი ყურძნის მასას ათბობენ 45—50°C და უფრო მაღალ ტემპერატურაზე, ან მთელ მტევნებს 80—90°C-მდე ორთქლით, მშრალი ჰაერით, ან 2—3 წუთით ჩაყურსავენ მდუღარე წყალში თუ ბადაგში. ყოფილ სსრ-ში საუკეთესო (16 მოცულობით % სპირტი და 16—20% შაქარი) ამზადებენ ყირიმში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში. კაჰორს საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც ამზადებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]