კაოკოლენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნამიბიის რეგიონები. კაოკოლენდი ნამიბიის ჩრდილო-დასავლეთში
კაოკოლენდის გამომშრალი მიწა

კაოკოლენდი (ინგლ. Kaokolánd; აგრეთვე Kaokoveld) — გვალვიანი მხარე ნამიბიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, დაახლ. 50 000 კმ. კაოკოლენდს დასავლეთით ესაზღვრება ჩონჩხის სანაპირო. ჩრდილოეთით მას ეკვრის მდინარე კუნენე, რომელიც გზას აგრელებას ანგოლაში, მდინარის სახელწოდების მქონე პროვინციაში. მდინარეზე გვხვდება ეპუპას ჩანჩქერი. კუნენე ასევე, გადასერავს ქალაქ რუაკანას, რომელიც ოვამბოლენდეშია (დღეს ომუსატის რეგიონი) განლაგებული დამარალენდის სამხრეთში. კაოკოლენდში მიწათმოქმედება შეუძლებელია, რადგან იქ მხოლოდ წელიწადში 350 მმ. ნალექი მოდის. აქ მცხოვრები ტომები - ჰიმბა და ჰერერო დაკავებულია ნადირობით, შემგროვებლობით და მეცხოველეობით.

კაოკოლენდის ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაოკოლენდის მთები

კაოკოლენდი ცნობილია გარეული ცხოველების მრავალფეროვნებით, რომელმაც 1970-ან წლებში დიდი ზარალი განიცადა ბრაკონიერებისაგან. კაოკოლედში ისეთი იშვიათი ჯიშის ცხოველები ბინადრობენ, როგორიცაა შავი მარტორქა, ანტილოპა ორიქსი, მთის ზებრა, სავანას სპილო

მეცნიერები დღემდე დაობენ - არის თუ არა კაოკოლენდის სავანის სპილოები ამოჯახის სრულიად სხვა, ცალკე სახეობა. ყოველ შემთხვევაში სავანის სპილოების ქცევები განსხვავდება აფრიკის კონტინენტზე არსებული ამ ოჯახის სხვა წარმომადგენლების ქცევებისაგან. მიუდგომლობამ, უგზოობამ და ბრაკონიერობამ სავანის სპილოები გადაშენების პირას მიიყვანა.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის სატრანსპორტო სტრუქტურა სუსტად არის განვითარებული. ამის გამო აქ მოგზაურობა ცოტა რთულია. მეტწილად გადაადგილდე ფეხით. შესაძლებელია ყველგანმავალი ავტომანქანების გამოყენება ან გარკვეულ უბნებამდე საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება. მიკროავტობუსით გადაადგილება ამ გზებზე ყველაზე მაღალი კლასის მძღოლისთვისაც კი ძალიან რთულია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]