შინაარსზე გადასვლა

მთის ზებრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთის ზებრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  ცხენისებრნი
გვარი:  ცხენები
ქვეგვარი:  ზებრა
სახეობა:  მთის ზებრა
ლათინური სახელი
Equus zebra
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 7960
გავრცელების არეალი

მთის ზებრა (ლათ. Equus zebra) — ზებრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ანგოლაში, ნამიბიაში და სამხრეთ აფრიკაში. როგორც ყველა ზებრა, მთის ზებრაც თეთრი შეფერილობისაა შავი ზოლებით, იშვიათად თეთრი მუქი ყავისფერი ზოლებითაც. მაღალ მთებში მისი სხეულის სიგრძე 2,2 მეტრია. მხარბეჭის სიმაღლე 1-დან 1,4 მეტრამდე. წონა დაახლოებით 240 კგ-დან 372 კგ-მდე. მთის ზებრა ცხოვრობს მშრალ, ქვიან, ბორცვიან, მთიან ადგილებში. უპირატესობას ანიჭებს ფერდობებსა და პლატოებს, გვხვდება ზღვის დონიდან საშუალოდ 2000 მ-მდე, თუმცა ზამთრის სეზონზე სახლდება უფრო დაბალ მიდამოებში. იკვებება ქოჩრიანი ბალახებით, ხის ქერქით, ფოთლებით, ხილითა და ფესვებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]