კალიმანტანური ციბეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიმანტანური ციბეტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Diplogale hosei Thomas, 1912
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 6635

კალიმანტანური ციბეტა (ლათ. Diplogale hosei) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ვივერისებრთა ოჯახისა. კუნძულ კალიმანტანის ენდემია. მასზე დაკვირვება ველურ ბუნებაში, სხვადასხვა ტყეებსა და სიმაღლეებზე არ იძლევა საშუალებას ზუსტად აისახოს მისი ეკოლოგია. ცხოვრების წესი უცნობია, რადგან საკმაოდ მცირერიცხვოვანია. მიუხედავად ამისა ადრე ივარაუდეს, რომ სახეობა ცხოვრობდა მთებში, შემჩნეული იქნა დაბლობის ნოტიო ტყეებში, საშუალო სიმაღლის შერეულ ტყეებში და მაღალმთიან ფართოფოთლოვან ტყეებში. მისი სხეულის სიგრძეა 47-54 სმ, კუდისა 28-33 სმ. ფერად მუქი ყავისფერია ან ზემოდან შავი და რუხი, მოყვითალო-მოთეთრო ან ქვემოთ ოდნავ წითური. ყურები დაფარულია თხელი ბეწვით; შუაში თეთრი. ყავისფერ-ყვითელ-რუხი ლაქა გააჩნია თვალებს ქვევით, ლოყებზე. ტუჩები და ყელი თეთრია. კიდურების შიდა მხარე ნაცრისფერია, გარე — შავი. კუდი მუქია, არ გააჩნია ზოლები. აქტიურია ღამით. ამ სახეობის ძირითადი საფრთხეებია ჰაბიტატის დაკარგვა და დეგრადაცია. კანონითაა დაცული სარავაკისა და საბაჰის შტატებში. ცხოვრობს რამდენიმე გარემოსდაცვით ოლქში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]