კალაურის საწნახელი და წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალაურის საწნახელი და წყალსაცავი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, დასავლეთით, ვენახებში. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

საწნახელი გეგმით გაგრძელებული, სწორკუთხედია, ხოლო წყალსაცავი წრიული, ნაგები არიან რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ამჟამად ორივე მიწითაა ამოვსებული და მხოლოდ გეგმა იკითხება. საწნახელთან ახლოს შემორჩენილია რამდენიმე ქვევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]