კაიბარიენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კაიბარიენი
Caibarién
გერბი

ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია ვილია-კლარა
კოორდინატები 22°30′57″ ჩ. გ. 79°28′20″ დ. გ. / 22.51583° ჩ. გ. 79.47222° დ. გ. / 22.51583; -79.47222
დაარსდა 1832
ფართობი 212 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 38,064 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 88,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 42
კაიბარიენი — კუბა
კაიბარიენი

კაიბარიენი (ესპ. Caibarién) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბუენა-ვისტას ყურის სიახლოვეს. სანაპიროზე არსებული თეთრი ქვიშიანი პლაჟის გამო ქალაქი ცნობილია როგორც ლა-ვილია-ბლანკა ანუ თეთრი ქალაქი. კაიბარიენი განთქმულია თავისი კარნავალებით. დაარსდა 1832 წელს, 1834 წელს ეწოდა კოლონია-დე-ვივესი, ხოლო 1837 წელს ქალაქმა აღიდგინა თავდაპირველი (კაიბარიენი) სახელწოდება. 1878 წლისათვის ქალაქში არსებობდა ეკლესიები, მაღაზიები და სკოლები. გამოდიოდა გაზეთი.

1879 წლის 1 იანვარს ხდება დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქის პირველი მერის მარტელოს პერიოდში შეიქმნა საქალაქო საბჭო. არის აეროპორტი. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მიმდინარეობს შაქრის ლერწმის, თამბაქოსა და ხილის წარმოება. თევზჭერა. კაიბარიენში არის ხე-ტყის სახერხი, შაქრისა და კონსერვის ქარხნები. რკინიგზითა და მაგისტრალით დაკავშირებულია ახლო მდებარე ქალაქ პლასეტასტან.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ფართობია 212 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 38,064 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 88,9 ადამიანს კმ²-ზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-09.
  2. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-09. (ესპანური)