პლასეტასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პლასეტასი
Placetas
Placetas.jpg
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია ვილია-კლარა
კოორდინატები 22°18′57″ ჩ. გ. 79°39′20″ დ. გ. / 22.31583° ჩ. გ. 79.65556° დ. გ. / 22.31583; -79.65556
ფართობი 601 კმ²
სიმაღლე 205
მოსახლეობა 71,837 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 119,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
პლასეტასი (კუბა)
Red pog.svg

პლასეტასი (ესპ. Placetas) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 205 მ სიმაღლეზე. ქალაქი ცნობილია ასევე როგორც ლა-ვილია-დე-ლოს-ლაურელესი. დაარსდა 1861 წელს.[1] განვითარებულია შაქრის ლერწმის, თამბაქოსა და ხილის წარმოება. როგორც მუნიციპალიტეტი შეიქმნა 1879 წელს. ქალაქის სიახლოვეს მოიპოვება ოქრო და ასფალტი. პლასეტასი განთქმულია თავისი კარნავალებით. 1887 წელს აქ დაიბადა ესპანელი სამხედრო ლიდერი ემილიო მოლა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ფართობია 601 კმ².[2] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 71,837 ადამიანი.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 119,5 ადამიანს კმ²-ზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Guije.com. Placetas. წაკითხვის თარიღი: 2007-10-09. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-09.
  3. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-09. (ესპანური)