იუსუფ სალმან იუსუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუსუფ სალმან იუსუფი
მშობლიური სახელი არაბ. يوسف سلمان يوسف
დაბადების თარიღი 19 ივლისი 1949 (47 წლის)
ბაღდადი
გარდაცვალების თარიღი 14 თებერვალი 1949 (67 წლის)
ბაღდადი
მოქალაქეობა ერაყის დროშა ერაყი
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტია ერაყის კომუნისტური პარტია
რელიგია ქრისტიანობა, სირიის მართლმადიდებელი ეკლესია

იუსუფ სალმან იუსუფი (არაბ. يوسف سلمان يوسف‎; ცნობილი როგორც ფაჰედი (არაბ. فهد‎); დ. 19 ივლისი, 1901ბაღდადი, ოსმალეთის იმპერია —  გ. 14 თებერვალი, 1949, ბაღდადი, ერაყის სამეფო) — ერაყის კომუნისტური და შრომის მოძრაობის ლიდერი .

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსუფ სალმან იუსუფი დაიბადა ბაღდადში მშრომელთა  ოჯახში.  1907 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა ბასრაში. სწავლობდა სირიის ქრისტიანულ სკოლაში (1908-1914), შემდეგ ამერიკულ მისიის სკოლაში (1914-1916), მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა სკოლა და დაეწყო მუშაობა. ახალგაზრდობიდანვე მონაწილეობდა რევოლუციურ ბრძოლაში. 1925 წელს  იყო ბასრას ახალგაზრდული კლუბის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც გახდა ერაყში ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი და სოციალური რეფორმების მომხრე. 1932 წელს (სხვა წყაროების მიხედვით — უკვე 1928 წელს) ნასირიაში დააარსა კომუნისტური ჯგუფი, რომელიც მარქსისტული ლიტერატურის არაბულ ენაზე თარგმნითა და კომუნისტური ბუკლეტების გავრცელებით იყო დაკავებული.

1934 წელს, ერთიანი ერაყის კომუნისტური პარტიის (ეკპ) შექმნის დროს, იგი აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად (წარდგენილი იყო ბასრას კომუნისტური ჯგუფების მიერ). 1933 წელს იგი დააპატიმრეს და გახდა პირველი კომუნისტი ერაყში, ვინც სასამართლოში იცავდა თავს. 1935 წელს იგი წარმოადგენდა ერაყის კომუნისტურ პარტიას კომინტერნის მე-7 კონგრესზე. შემდეგ სწავლობდა ი.ბ. სტალინის სახელობის აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტურ უნივერსიტეტში მოსკოვში. 1938 წლის იანვარში დაბრუნდა ერაყში.

1940 წლის ნოემბერში იგი აირჩიეს ერაყის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად, ხელახლა  ხსენებულ თანამდებობაზე აირჩიეს ერაყის კომუნისტური პარტიის  პირველ კონგრესზე (1945).

1947 წელს დააპატიმრეს მთავრობის დამხობის შეთქმულების ბრალდებით და საშინელ პირობებში ჩასვეს აბუ გრეიბის ციხეში, პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა. სამეფო სასამართლომ სიკვდილით დასჯა, უზენაესი საკასაციო სასამართლოს მიერ ერაყის და მსოფლიო საზოგადოების ზეწოლის შედეგად 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. თუმცა იმის გამო, რომ 1948 წელს ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა,  ხელისუფლებამ გააძლიერა ანტიკომუნისტური რეპრესიები.

1949 წლის თებერვალში, სამხედრო ტრიბუნალის ახალი განაჩენის თანახმად, ფაჰედი სიკვდილით დასაჯეს. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ერაყის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს კიდევ ორი ​​წევრი, ზაკი ბასიმი და ალ შაბიბი.  განაჩენის აღსრულებისკენ მიმავალ გზაზე ფაჰედმა თავის ჯალათებს გამომწვევად მიმართა:

ვიკიციტატა
„ჩვენ გვაქვს სხეული და აზრები; თქვენ შეგიძლიათ გაანადგუროთ ჩვენი სხეული, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გაანადგუროთ ჩვენი აზრები.“

ერაყის კომუნისტური პარტიის სამი ლიდერის ცხედრები გამოფინეს ქალაქის სამ სხვადასხვა ნაწილში, რათა მოსახლეობაში შიში ჩაენერგათ.

1958 წლის ერაყის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ერაყის ხელისუფლებამ 1959 წლის იანვარში გააუქმა ფაჰედისთვის ადრე გამოტანილი სასჯელი და გამოაცხადა „კანონის შესაბამისი  სიკვდილის შემდგომი ამნისტია".

დაკრძალეს ბაღდადის სასაფლაოზე. მოსკოვში მას დარჩა ცოლი ირინა და   1936 წელს დაბადებული ქალიშვილი სუსანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]