იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები თურქმენეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2015 წლის მონაცემებით თურქმენეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 3 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის (1079 - 2015 წელს) 0,3 %-ს შეადგენს. გარდა ამისა, 2015 წლის მონაცემებით იუნესკოს საცდელ სიაში კანდიდატად წარდგენილია 8 ძეგლი[1]. სსრკ-მ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა თურქმენეთის სსრ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1988 წლის 12 ოქტომბერს[2], ხოლო უშუალოდ თურქმენეთმა 1994 წლის 30 სექტემბერს. თურქმენეთის ტერიტორიიდან იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პირველად შეიყვანა მერვი 1999 წელს.

ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.

# სურათი სახელწოდება მდებარეობა დაარსების თარიღი სიაში შეტანის წელი კრიტერიუმები
1 მერვი ველაიათი: მარი ძვ. წ. III—II საუკუნეები 1999 № 886 ii, iii
2 კიონეურგენჩი ველაიათი: დაშოგუზი XI—XVI საუკუნეები 2005 № 1199 ii, iii
3 პართიული ციხე–სიმაგრე ნისაში ველაიათი: ახალი ძვ. წ. III საუკუნე 2007 № 1242 ii, iii

ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Список кандидатов в объекты всемирного наследия ЮНЕСКО в Туркменистане
  2. The States Parties - Belarus. unesco.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2 декабря 2010.