მარის ველაიათი
| ადმინისტრაციული ერთეული | |
|---|---|
|
მარის ველაიათი | |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | მარი |
| კოორდინატები | 37°00′00″ ჩ. გ. 62°00′00″ ა. გ. / 37.00000° ჩ. გ. 62.00000° ა. გ. |
| დაარსდა | 14 დეკემბერი, 1992 |
| ფართობი | 87150 კმ² |
| მოსახლეობა | 1 613 386 (2022) |
| სატელეფონო კოდი | 3522 |
| საავტომობილო კოდი | MR |
|
| |
მარის ველაიათი (თურქმ. Mary welaýaty) – თურქმენეთის ადმინისტრაციული ერთეული. დაარსდა 1992 წელს ყოფილი მარის ოლქის ტერიტორიაზე. ველაიათის ადმინისტრაციული ცენტრია მარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველაიეთის ტერიტორიაზე 1939-1963 წლებსა და 1970-1992 წლებში არსებობდა მარის ოლქი (ფართობი 86,8 ათასი კმ²). 1992 წლის 14 დეკემბრიდან ოლქის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მარის ველაიათი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარის ველაიათი მდებარეობს თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მურღაბის შუა და ქვემო დინებაში. ჩრდილოეთით მდებარეობს ყარაყუმის უდაბნო, სამხრეთით — ყარაბილისა და ბადხიზის მაღლობები. დიდი მდინარეა მურღაბი (2 წყალსაცავი) შენაკადებიანად. ველაიათის ტერიტორიას კვეთს ყარაყუმის არხი, რომელიც ამუდარიიდან ქალაქ მარიმდე სანაოსნოა.
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მარის ოლქის რუკა 1983 წელს
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 443-444.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარის ველაიათი დაარქივებული 2009-07-28 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||