თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
თურქმენეთის სსრ თურქმ. Түркменистан ССР | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი თურქმენეთის სსრ ჰიმნი | |||||||||
თურქმენეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში | |||||||||
დედაქალაქი | აშხაბადი | ||||||||
ენა | თურქმენული, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 488 100 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 3 522 700 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, თურქმენეთის სსრ (თურქმ. Түркменистан Совет Социалистик Республикасы, Түркменистан ССР) — საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი სოციალისტური რესპუბლიკა. არსებობდა 1924-1991 წლებში. დედაქალაქი — აშხაბადი. მოსახლეობა 3, 522 მლნ ადამიანი (1989).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1921 წლის 7 აგვისტოს თურქესტანის ისტორიული რეგიონის ტერიტორიაზე რსფსრ-ის შემადგენლობაში შეიქმნა თურქესტანის ასსრ, რომლის შემადგენლობაში შეიქმნა თურქმენეთის ოლქი. 1924 წლის 27 ოქტომბერს ჩამოყალიბდა თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც პირდაპირ გახდა სსრკ-ის მოკავშირე რესპუბლიკა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობდა შუა აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყაზახეთის სსრ, უზბეკეთის სსრ, ირანი და ავღანეთი. დასავლეთიდან ესაზღვრებოდა კასპიის ზღვა. ფართობი 488,1 ათ. კმ².
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქმენეთის სსრ-ს უმაღლეს ხელმძრვანელობას მისი არსებობის მანძილზე ახორციელებდა კომუნისტური პარტია სკკპ შემადგენლობაში. კომპარტიის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა ცენტრალური კომიტეტი, თურქმენეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო რესპუბლიკის ფაქტობრივი ხელმძღვანელი.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წლის 4 დეკემბერს თურქმენეთი დაიყო 5 ოკრუგად:
- კერკინის ოკრუგი;
- ლენინის ოკრუგი;
- მერვის ოკრუგი;
- პოლტორის ოკრუგი;
- თაშაუზის ოკრუგი.
1939 წლის 21 ნოემბერს თურქმენეთის სსრ დაიყო 5 ოლქად და 40 რაიონად, რომელშიც იყო 15 ქალაქი და 73 დაბა.