იუნგის კოგნიტური ფუნქციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კოგნიტური ფუნქციები, ასევე ცნობილი როგორც ფსიქოლოგიური ფუნქციები— აღიწერა კარლ იუნგის მიერ, წიგნში „ფსიქოლოგიური ტიპები“ (ინგლ. Psychological Types, გერმ. Psychologische Typen), ისინი არიან ცალკეული პროცესები ადამიანის ფსიქიკაში, რომლებიც არსებობას განაგრძნობენ გარემოებების მიუხედავად.[1] ეს ცნება იუნგის პიროვნების ტიპების თეორიის ერთერთ ფუძეს წარმოადგენს. ამ წიგნში მან შეიტანა ოთხი მთავარი ფსიქოლოგიური ფუნქცია: აზროვნება, გრძნობა(ემოცია), შეგრძნება და ინტუიცია. მან აღნიშნა, რომ თითოეულ ფუნქციას აქვს შინაგანად (ინტროვერსირებული), ან გარეგანად (ექსტრავერსირებული) ფოკუსირებული ტენდენცია, რომელთაც იუნგმა „დამოკიდებულებები“ უწოდა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნგმა შეიმუშავა მოდელი, რომელშიც ოთხი კოგნიტური ფუნქციის სხვადასხვაგვარი კომბინაცია ქმნის სხვადასხვა პიროვნების ტიპებს. ეს მოხდა მის წიგნში „ფსიქოლოგიური ტიპები“, გამოქვეყნდა როგორც მეექვსე ნაწილი კოლექციაში „კ. გ. იუნგის ნაშრომების კრებული“.[3] იუნგის თეორიის თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგიურ დინამიკაში, კოგნიტური ფუნქციები აყალიბებენ იერარქიას—ყველაზე განვითარებული ფუნქციაა „დომინანტი“, დანარჩენი სამი ადგილი შევსებულია „დამხმარე“ და „დაქვეითებული“ ფუნქციებით. ოთხი ძირითადი ფუნქციაა აზროვნება, გრძნობა, შეგრძნება და ინტიუცია. ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის ცნებებიც იუნგის მიერ იქნა განვითარებული გამოყენებული ამ ოთხ ფუნქციასთან ურთიერთქმედებაში.

ფსიქოლოგიური ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხ ფსიქოლოგიურ ფუნქციას, რომლებიც შეიძლება ექვემდებარებოდნენ ცნობიერებას, აქვთ ორიდან ერთ-ერთი დამოკიდებულება:

  • ექსტრავერსირებული დამოკიდებულება: „ძლიერი, თუ არა სრულყოფილი, ობიექტური განმსაზღვრელი.“[1] ექსტრავერტ ინდივიდში, ოთხი ძირითადი ფუნქცია, გაცნობიერებულად მიყვება ექსტრავერსირებულ ცნობიერების ზოგად დამოკიდებულებას: „როცა ობიექტებისკენ და ობიექტური ფაქტებისკენ მიმართული ორიენტაცია ინდივიდის ცნობიერში დომინირებს იმდენად, რომ ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი ქმედებები და გადაწყვეტილებები მიღებულია არა სუბიექტური ღირებულებებით, არამედ ობიექტური დამოკიდებულებებით, ინდივიდს ექსტრავერსირებული დამოკიდებულება აქვს. როცა ეს ყველაფერი ჩვეულებაშია გადასული, ინდივიდი ექსტრავერტი ტიპისაა. თუ ადამიანის ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები პირდაპირ შესაბამისობაშია ობიექტურ გარემოებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებთან, კარგი ან ცუდი გაგებით, ეს ადამიანი ექსტრავერტია.“[1]
  • ინტროვერსირებული დამოკიდებულება: „ლიბიდოს შედა მხარე, რომლითაც გამოიხატება სუბიექტის უარყოფითი დამოკედბულება ობიექტისადმი. ინტერესი არაა მიმართული ობიექტისკენ, არამედ სუბიექტისკენ.“[1] ინტროვერტ ინდივიდში, ოთხი ძირითადი ფუნქცია, გაცნობიერებულად მიყვება ინტროვერსირებულ ცნობიერების ზოგად დამოკიდებულებას: „ყველა ინტროვერსირებული დამოკიდებულების მქონე ინდივიდის ფიქრები, გრძნობები და ქმედებები ნათლად გამოხატავენ, რომ სუბიექტია მოტივაციის მთავარი ფაქტორი მაშინ, როცა ობიექტი, საუკეთესო შემთხვევაში მეორეხარისხოვან ღირებულებას წარმოადგენს.“[1]

განსხვავება ინტროვერსიას და ექსტრავერსიას შორის მომდინარეობს მოტივაციის ფორმირებასა და იდეების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი ფაქტორიდან, არის ის ობიექტური(გარემოსკენ მიმართული) თუ სუბიექტური(კოლექტიური არაცნობიერისკენ, ან „ფსიქიკის თანდაყოლილი პროცესებისკენ“ მიმართული[1]). ფუნქციების ტიპებზე დისკუსიის დროს, იუნგმა აღნიშნა, რომ ლიბიდო, ყველა ფუნქციისთვის ყველა ფუნქციათა ტიპში ორივე მიმართულებით მიდის, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ოთხი ძირითადი ფსიქოლოგიური ფუნქცია, აზროვნება, გრძნობა, ინტუიცია და შეგრძნება, მოკლედ განისაზღვრებიან შემდეგნაირად.

აზროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზროვნება იუნგის თანახმად, არის „ფსიქოლოგიური ფუნქცია, რომელსაც თავისივე წესების თანახმად, მოაქვს პრეზენტაციები კონცეპტუალურ კავშირში“. იუნგმა ერთმანეთისგან გამოყო აქტიური და პასიური აზროვნება: „ტერმინი აზროვნება, ჩემი აზრით, უნდა შემოიფარგლებოდეს კონცეფციების მნიშვნელობების რეპრეზენტაციების ერთმანეთთან დაკავშირებით, სხვა სიტყვებით, განსჯით, რომელიც ექვემდებარება ან არა ინდივიდის განზრეხვებს. აზროვნების ტიპი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული მიმართულება, არის ინტელექტი. აზროვნების პასიური, ან უმისამართო ტიპი კი ინტელექტუალური ინტუიცია.“ აქტიური აზროვნება, არის ის, რასაც იუნგი განმსჯელ ფუნქციად თვლიდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Jung 1971, chpt. 11.
  2. Jung 1971, chpt. 10.
  3. Jung 1971.