ირანის საკონსულოს შენობა ერევანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანის საკონსულო

ირანის საკონსულოს შენობა ერევანშისომხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1], მდებარეობს ერევანში, კენტრონის რაიონში, ჰანრაპეტუთიუნის ქუჩაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტორ ვარაზდატ ჰარუთიუნიანის სიტყვებით, 1950-იან წლებში ქუჩა რომელზეც მდებარეობს ძეგლი ეკუთვნოდა სპარსეთის ხაჯი-აბბასს კალიბარა აბდუ ხუსეინ ოღლუს. საკონსულო ფუნქციონირებდა 1920 წლამდე. 1922-1937 წლებში აქ მდებარეობდა სომხური დივიზიის შტაბი, მოგვიანებით კი სამი წლის მანძილზე სომხური დახმარების კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოეტი ჰოვანეს თუმანიანი. საბჭოთა პერიოდში 1924 წელს, შენობაში განთავსებული იყო პოლიტპარტიული სკოლა, შემდეგ 18 წლის მანძილზე მდებარეობდა სომხეთის სამხედრო პროკურატურა. 1964 წლიდან დღევანდელ დღემდე შენობაში განთავსებულია სომხური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის კომპანია. მის ფუძემდებლებად ითვლება მხატვარი/აკადემიკოსი მარტიროს სარიანი, არქიტექტორი ვარაზდატ ჰარუთიუნიანი და არქეოლოგ/ისტორიკოსი ბაბკენ არაქელიანი. პირველი პრეზიდენტი იყო მარტიროს სარიანი.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა ერთსართულიანია, მოპირკეთებულია ტუფის ქვებით. ზემოდან, ცენტრში მდებარეობს დიდი მრგვალი კონსტრუქცია, ხოლო ზედა თაღები მორთულია ორნამენტებით. ირანის კონსულის კედლები მთლიანად მოხატულია. ოთახის სამხრეთ კედელზე მოთავსებულია სარკეებით გაწყობილი სალოცავი ადგილი. შესასვლელის მარცხნივ კიბეებით სარდაფშია ჩასასვლელი (კიბე ამჟამად ჩამოქცეულია).

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოხატულობა ინტერიერში მშენებლობის დროინდელია. ახასიათებს აღმოსავლური, სპარსული სტილი და მდიდარია სომხური მოტივებით, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს. მხატვრობაზე მრავლადაა გამოყენებული სომხური მინიატურებისათვის დამახასიათებელი მოტივები. ასევე შეიმჩნევა სპარსული მოტივებიც.

საკონსულოში ჩატარდა სარომონტო სამუშაოები, რომლის დროსაც აღდგენილ იქნა მხატვრობა სპეციალისტების ჯგფის მიერ. მათ განაახლეს ფერები და აღადგინეს დაზიანებული ფრაგმენტები.

ამჟამინდელი სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლიდან შენობაში განთავსებულია სომხეთის ისტორიული ძეგლების დაცვის საზოგადოება და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო საბჭოს სომხეთის ოფისი (IMSS). შენობა გარემონტებულია მუნიციპალიტეტისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით. იგეგმება ნაგებობის ჩართვა ტურისტული ადგილების სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]